Flag

An official website of the United States government

ამერიკის საელჩოს კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამა ამერიკის კუთხეებისა და თაროებისათვის საქართველოში
ავტორი
4 წუთიანი საკითხავი
ივლისი 25, 2022

15 ივლისი – 10 ოქტომბერი 2022

5-დან 18 წლის ასაკის ბავშვებისათვის

აპლიკაციის ჩამოტვირთვა

 

  • აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ და შეავსეთ ფორმაში მითითებული ინფორმაცია ელექტრონულად. შემდეგ შევსებული ფორმა მიაწოდეთ/გაუგზავნეთ ელექტრონულად Google Form-ის საშუალებით ამერიკის კუთხეს ან თაროს 10 ოქტომბრამდე. ბავშვებს შეუძლიათ, წიგნები გამოიტანონ ამერიკის სივრციდან, საჯარო, სკოლის ან ოჯახის ბიბლიოთეკიდან, ითხოვონ  მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან, შეიძინონ მაღაზიაში, ან ნახონ ნებისმიერ ხელმისწვდომ ადგილას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად, ან ქართულად.
  • ბავშვები, რომელებიც წაიკითხავენ 500 გვერდს, მიიღებენ ამერიკის ელჩის ხელომწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.
  • ბავშვები, რომლებიც 1000 გვერდს წაიკითხავენ, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ უფრო მაღალი დონის ოქროს სერტიფიკატს. ამ შემთხვევაშიც, ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.
  • ბავშვები, რომლებიც წაიკითხავენ 10000 გვერდს, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ყველაზე მაღალი დონის პლატინის სერტიფიკატს.
  • ამერიკულ კუთხეებს და თაროებს შეუძლიათ, უფრო შემოქმედებითად მიუდგნენ წიგნის კითხვის წახალისებას და ამისთვის გამოძებნონ სხვადასხვა გზები. მაგალითისთვის, ასეთი შეიძლება იყოს წიგნის კითხვის კლუბები, სადაც საჯაროდ აღნიშნავენ ყოველი წიგნის დასრულებას, დამატებით პრიზების მოფიქრება, პარკებში კითხვის დღეების მოწყობა.
  • მისასალმებელია ქართული წიგნების კითხვა. ჩართეთ თქვენი ბიბლიოთეკარებიც, რომ ბავშვებისთვის შეარჩიონ წიგნები ბიბლიოთეკის კოლექციიდან და დააინტერესონ მკითხველი, წაიკითხონ მათი შერჩეული წიგნები.
  • როგორ ვიქცევით კოვიდ-19-ის პირობებში? თუ ამერიკული სივრცე დროებით დაიხურება, კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამა შეიძლება ჩატარდეს სახლის პირობებშიც. მონაწილეები წიგნებს წაიკითხავენ სახლებში, ხოლო წაკითხული წიგნების ფორმას შეავსებენ და Google Form საშუალებით გააგზავნიან ამერიკულ სივრცეში. თუმცა, ჩვენი დიდი სურვილია, ამ ზაფხულს რაც შეიძლება მეტი ბავშვი წავახალისოთ, რომ ისინი მივიდნენ ამერიკულ კუთხეში და დაათვალიერონ წიგნის კოლექციები.
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები წასაკითხად აირჩევენ ადვილ წიგნებს? ჩვენ არ ვართ წიგნების კითხვის პოლიცია. უთხარით მოსწავლეებს, წაიკითხონ მათი დონის შესაფერისი წიგნები. ფორმაში ბავშვებმა რამდენიმე წინადადებით უნდა დაწერონ წიგნის შესახებ და აგრეთვე, ჩაწერონ, რა აზრის არიან წაკითხულ წიგნზე.
  • და ბოლოს, მთავარია, წიგნის კითხვამ სიამოვნება მიანიჭოს ბავშვებს.

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ამერიკულ სივრცეებს და ეწვიეთ ამერიკული სივრცეების გვერდს

 

ამერიკული სივრცეები საქართველოში

ამერიკული კუთხე ახალციხე
ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა
თამარ მეფის ქ. #6ა
Facebook: American Corner Akhaltsikhe

ამერიკული კუთხე ბათუმი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
ვაჟა ფშაველას ქ. #21
Facebook: American Corner Batumi
batumiamericancorner@gmail.com

ამერიკული კუთხე ხაშური
ხაშურის მთავარი ბიბლიოთეკა
ძნელაძის ქ. #10
Facebook: American Corner Khashuri
Khashuriac.2004@gmail.com

ამერიკული კუთხე ქუთაისი
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა
დუმბაძის ქ. #2
Facebook: Kutaisi American Corner
ackutaisi@gmail.com
ackutaisi@yahoo.com

ამრიკული კუთხე მარნეული
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა
რუსთაველის გამზირი #73

ამერიკული კუთხე თბილისი
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
რუსთაველის გამზირი #6
Facebook: American Corner Tbilisi
tbilisi.ac@gmail.com

ამერიკული კუთხე თელავი
თელავის მთავარი ბიბლიოთეკა
ერეკლე მეორის ქ. #1
Facebook: American Corner Telavi
actelavi@gmail.com
TelaviAmericanCorner@yahoo.com

ამერიკული კუთხე რუსთავი
რუსთავის ცენტრალური ბიბლიოთეკა
შარტავას ქ. #11
Facebook: American Corner Rustavi
Acrustavi@yahoo.com

ამერიკული კუთხე ზუგდიდი
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა
მერაბ კოსტავას ქ. #58
Facebook: Zugdidi American Corner

Bookmobile – ბუქმობილი
წეროვანი, ფრეზეთი და გალავანი
Facebook: U.S. Embassy Bookmobile
bookmobilegeorgia@gmail.com
NGO “უკეთესი მომავლისთვის”
წეროვანის დასახლება

ამერიკული თარო ამბროლაური
ამბროლაურის საჯარო ბიბლიოთეკა
კოსტავას ქ, #21

ამერიკული თარო გორი
გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა
სტალინის ქ. #8
Facebook: American Shelf Gori
shelfgori@gmail.com

ამერიკული თარო ხულო
ხულოს ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი
ჭავჭავაძის ქ, #1
khuloamericanshelf@gmail.com

ამერიკული თარო ყვარელი
ყვარლის ევროკლუბი
მდებარეობა საჯარო სკოლა #1
სააკაძის ჩიხი #1
contact@kvareli.eu

iSpace
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი #29, თბილისი|
tbilisiispaceinfo@state.gov