Flag

An official website of the United States government

აშშ-ის მთავრობა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საქართველოს საჩუქრად ახალ სახანძრო მანქანას გადასცემს (17 ივლისი)
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივლისი 19, 2020

ტყის ხანძრები საქართველოსთვის აქტუალურ პრობლემად იქცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ქონებას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ტყის ხანძრებთან ბრძოლაში ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ საქართველოს 232 170 დოლარის ღირებულების სახანძრო მანქანა გადასცა. სახანძრო მანქანა არის მაღალი გამავლობის, ოთხი წამყვანი თვალით და აქვს ხანძართან ბრძოლის გაძლიერებული შესაძლებლობები, რის გამოც ის გამოდგება მთიან რელიეფზე ხანძრის ჩასაქრობად.

სახანძრო მანქანის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობდნენ კეტრინ შვაიცერი, ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი, თავდაცვის ატაშე. სახანძრო მანქანა გადაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ამ მანქანის გადაცემა, ამ წლის დასაწყისში გადაცემულ ექვსი მაღალი გამავლობის ტოიოტა ლენდ კრუიზერთან ერთად, შესაძლებელი გახდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის საშუალებით, რომლის მიზანია, საქართველოს საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის შესაძლებლობების გაუმჯობესება.