Flag

An official website of the United States government

აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 26, 2020

USAID-ის წარმომადგენლები ქუთაისის აეროპორტში. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

დღეს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მხარდასაჭერად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. თანამშრომლობის გადამზადებითა და მარკეტინგული მხარდაჭერით, შეერთებული შტატები დაეხმარება აეროპორტს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას იმერეთსა და საქართველოში. ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან, რათა დაეხმაროს ბიზნესებს მიიღონ გაზრდილი შემოსავალი, შექმნან სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბაზარზე გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანნი.