Flag

An official website of the United States government

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია
ავტორი
10 წუთიანი საკითხავი
ივნისი 22, 2022

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) არის აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი. DFC პარტნიორობს კერძო სექტორთან, იმისათვის რომ დააფინანსოს გადაწყვეტილებები, განვითარებადი მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა: ენერგეტიკაჯანდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია. DFC ასევე უზრუნველყოფს ფინანსებს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალებისთვის განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. DFC ინვესტიციები პასუხობს  მაღალ სტანდარტებს  და პატივს სცემს გარემოს, ადამიანისა და მომუშავეთა უფლებებს. 

ჩვენი მისია 

DFC ამოქმედდა 2019 წლის დეკემბერში მსოფლიოს მასშტაბით განვითარებადი ქვეყნების წინაშე მდგარი  ყველაზე  გადაუდებელი საკითხების გადაჭრის მიზნით. დღეს, განვითარებად ბაზრებს მნიშვნელოვანი ინვესტიციები სჭირდება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რათა დაკმაყოფილდეს  მზარდი მოსახლეობის საჭიროებები; ინვესტიციებია საჭირო  თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის გაფართოებისა და  კლიმატის ცვლილების საკითხებზე მუშაობისთვის; ხარისხიანი ჯანდაცვისა და წარმოების მოცულობის  ზრდის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  ვაქცინების წარმოებისთვის. 

DFC-ის ინსტრუმენტები ეხმარება ბიზნესს პერსპექტიული შესაძლებლობების ძიებაში, რომლებიც აუმჯობესებს ცხოვრებას განვითარებად სამყაროში, ეხმარება განვითარების  მნიშვნელოვანი  გამოწვევების  გადაჭრაში,  და ასევე, ხელს უწყობს ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას. 

სააგენტოს პორტფოლიო მოიცავს  აფრიკის, ლათინური ამერიკის, ინდოეთისა და  წყნარი ოკეანის, ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის ასზე მეტ  განვითარებად ქვეყანას.  

DFC პრიორიტეტს ანიჭებს ინვესტიციებს  დაბალი და  საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, რათა უზრუნველყოს ინკლუზიური ზრდა ნაკლებშემოსავლიან მოსახლეობებში. 

DFC ინვესტიციები ასევე ხელს უწყობს განვითარების საფინანსო ინსტიტუტების  თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კერძო სექტორის ინვესტიციების გასაძლიერებლად საერთო პრიორიტეტულ სექტორებში, მათ შორის კლიმატის, ჯანდაცვის ,გენდერული თანასწორობისა და ციფრული კავშირგაბმულობის  მიმართულებით. 

DFC  ინვესტიციები  განვითარებაში 

ფინანსური ვალდებულების დაფინანსება  

პირდაპირი სესხები და გარანტიები 1 პროცენტამდე 25 წლამდე ვადით აშშ-ის საშუალო და მცირე ბიზნესზე ორიენტირებული სფეციფიკური პროგრამებით. 

კაპიტალის ინვესტიციები  

DFCის პირდაპირი კაპიტალის ინვესტიციები მნიშვნელოვნად ეხმარება განვითარების სფეროში მომუშავე კომპანიებს.  

ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა 

DFC  პროექტის პოტენციალის ანალიზის მხარდაჭერა 

საინვესტიციო ფონდები 

განვითარებადი ბაზრების კერძო კაპიტალით მხარდაჭერა საინვესტიციო კაპიტალის დეფიციტის აღმოსაფხვრელად. 

პოლიტიკური რისკის დაზღვევა 

1 მილიარდ დოლარამდე ზარალის  დაფარვა ვალუტის არაკონვერტირებადობის, ხელისუფლების ჩარევისა და პოლიტიკური ძალადობის, მათ შორის  ტერორიზმის მიზეზების გამო.DFC ასევე სთავაზობს გადაზღვევას ანდერრაიტინგის შესაძლებლობების განვითარებისთვის. 

ტექნიკური დახმარება 

DFC ის არსებული პროექტების განვითარების გავლენის ზრდისა ან კომერციული მდგრადობის ან DFC პოტენციური პროექტების განვითარება 

ჩვენი საქმიანობა 

გლობალური ჯანდაცვა 

DFC-მა სწრაფი რეაგირება მოახდინა  COVID-19 პანდემიაზე და მხარს უჭერს მრავალ პროექტს, რომლებიც აფართოებს ვაქცინას წარმოების შესაძლებლობებს განვითარებად მსოფლიოში.სააგენტო პრიორიტეტულად  მიიჩნევს  ინვესტიციებს აგრეთვე სხვა სფეროებშიც წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) და საკვების უსაფრთხოების ჩათვლით, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

კლიმატი 

DFC არის ლიდერი ისეთი პროექტების დაფინანსებაში, რომლებიც ორიენტირებულია    განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამომუშავებაზე  და ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა, კლიმატის შერბილება, ადაპტაცია და გამძლეობა, რათა დაეხმაროს  განვითარებად ქვეყნებს რთულ  კლიმატურ პირობებთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ  გამოწვევებთან გამკლავებაში. 

გენდერული თანასწორობა 

DFC-ის 2X ქალთა ინიციატივამ თავი მოუყარა $13,5- მილიარდზე მეტს და მუშაობს დამატებით 12 მილიარდი დოლარის კატალიზებაზე 2025 წლისთვის,  ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ისეთ პროექტებში  ინვესტირებით, რომლებსაც  ფლობენ ან უძღვებიან ქალები, ან რომლებიც უზრუნველყოფს ისეთ პროდუქტს ან მომსახურებას, რასაც მნიშვნელოვანი  სარგებელი მოაქვს ქალებისთვის. 

ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიები (ICT) 

DFC მიიჩნევს  ინფორმაციულ და კომუნიკაციის ტექნოლოგიებს განვითარების  მნიშვნელოვან ინსტრუმენტად და მხარს უჭერს ინვესტიციებს, რომლებიც აფართოებს წვდომას ტექნოლოგიებზე, ავითარებს ინფრასტრუქტურას, როგორიცაა მონაცემთა ცენტრები და წყალქვეშა სადენები და  მხარს უჭერს  კრიტიკული სერვისების – ფინ ტექის, ტელემედიცინისა  და ონლაინ სწავლების განვითარებას.