Flag

An official website of the United States government

აშშ., ნატო მოკავშირეები აძლიერებენ ტრანს- ატლანტიკურ კავშირს
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
იანვარი 7, 2022

ავტორი მაიკლ ლაფი

აშშ და ნატო ერთად დგანან გლობალური აგრესიის წინააღმდეგ, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 30 ნოემბერი- 2 იანვარს ევროპაში მოგზაურობისას. “ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისათვის”, თქვა ბლინკენმა ნატოს შესახებ ალიანსის მინისტერიალზე რიგაში, ლატვიაში. “ის ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ეს არის დიდი ძალა სტაბილურობისათვის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში”.

ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ და ნატო ბოლომდე უკრაინის ერთგული რჩებიან და გაიმეორა ადმინისტრაციის შეშფოთება რუსული ჯარების უკრაინის საზღვართან თავმოყრის გამო.

“ამერიკის შეერთებული შტატები ურყევი არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგული რჩებიან უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრონლობის”, თქვა ბლინკენმა და გააფრთხილა რუსეთი, “ჩვენ მზად ვართ, მძიმე საფასური ვაზღვევინოთ რუსეთს უკრაინაში შემდგომი აგრესიისათვის”.

1-2 დეკემბერს სახელმწიფო მდივანი დაესწრო ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრონლობის ორგანიზაციის საბჭოს (OSCE) მინისტერიალს. ბლინკენმა ამ ორგანიზაციას “ფასდაუდებელი ინსტიტუტი” უწოდა, რადგან მისი ხედვა უსაფრთხოებაზე გულისხმობს ადამიანის უფლებების პატივისცემას და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ მთავრობას.

იქ ყოფნისას ბლინკენი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და მოსთხოვა, შეამციროს მისი ჯარების თავმოყრა უკრაინის სიახლოვეს, რასაც მას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმება ავალებს, და მისცეს OSCE-ს მეთვალყურეებს რეგიონში სრული წვდომის უფლება.

“კრიზისის აცილების საუკეთესო გზაა დიპლომატია,” თქვა ბლინკენმა. მაგრამ გააფრთხილა, რომ “თუ რუსეთი გადაწყვეტს, გააგრძელოს კონფრონტაცია, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება”.

აშშ და მისი მოკავშირეები ბელარუსსაც აკისრებენ პასუხისმგებლობას. აშშ-მ ახალი სანქციები დააწესა 32 პირსა და სუბიექტზე პრეზიდენტ ლუკაშენკას რეპრესიების მხარდაჭერის გამო.  ბლინკენმა მოუწოდა ლუკაშენკოს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები დამოუკიდებელი დამკვირვებლებით და შეწყვიტოს მის საზღვრებზე მიგრანტების კონტრაბანდა. ევროგაერთიანებამ, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ ასევე განაცხადეს ბელარუსზე სანქციების დაწესების შესახებ.

თავისი მოგზაურობისას ბლინკენმა ყურადღება გაამახვილა იმ კავშირებზე, რაც არის თავისუფლებასა და სტაბილურობას შორის და შიდა რეპრესიებსა და საზღვარზე აგრესიას შორის. “ჩვენ ვიხილეთ, რომ ქვეყნები, რომლებიც ქვეყნის შიგნით სისტემატურად არღვევენ ადამიანის უფლებებს, თესავენ არასტაბილურობას სხვა ქვეყნებში. ასევე მმართველები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას და უგულვებელყოფენ საკუთარი ხალხის უფლებებს, ლიცენზიას  აძლევენ სხვა ლიდერებს, იგივე აკეთონ მათ ქვეყნებშიც”- თქვა ბლინკენმა.

“ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა მოითხოვს როგორც ქვეყნების სუვერენიტეტის და და ტერიტორიალური მთლიანობის, ასევე ყველა ადამიანის უფლებების პატივისცემას”.