Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სამთო-სამაშველო ოპერაციების წვრთნებს დაესწრო
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 7, 2022

გიფიქრიათ რამდენად მრავალმხრივი ცოდნა და უნარები სჭირდება მაშველს? სამთო–სამაშველო ოპერაციები მათი საქმიანობის ერთ–ერთი, თანაც, საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ყოველთვის სიამოვნებით ვუზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას. დღეს ელჩი დეგნანი რაჭაში სამთო–სამაშველო წვრთნას დაესწრო, რომელსაც უელკერის ოლქის მაშველები უძღვებოდნენ. აშშ–ის დაფინანსებით კიდევ ოთხი ასეთი წვრთნა ჩატარდება.