Flag

An official website of the United States government

შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივნისი 12, 2021

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და სომხეთში მათ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენ, ასევე, მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აზერბაიჯანს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოების ჩატარებასა და მომავალში მსხვერპლის თავიდან აცილებას. ჩვენ მადლობელი ვართ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების ხელშესაწყობად, რითაც რეგიონის მოსახლეობა დაახლოვა ისეთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან, რომელსაც ის იმსახურებს.

შეერთებული შტატები მოხარულია, რომ მხარს უჭერს მოვლენების ამგვარ განვითარებას და იმედოვნებს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება უფრო მეტ თანამშრომლობას. ჩვენ განვაგრძობთ ყველა დაკავებული პირის დაბრუნების მოთხოვნას და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და გადაჭრან მათ შორის არსებული პრობლემები. ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ მოწოდებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, კონფლიქტის სრული პოლიტიკური მოგვარების მიზნით.