ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) კოჰრანის ყოველწლიური პროგრამა მასპინძლობს ქართულ დელეგაციას ორეგონის, ვაშინგტონის და ალასკის შტატებში 17 სექტემბრიდან. ექვსი მონაწილე შეირჩა კონკურენტულ გარემოში მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ეცნობიან ამერიკულ ზღვის პროდუქტებს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიზიარონ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება ზღვის პროდუქტების წარმოების, მარკეტინგის და სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ისინი ხვდებიან ამერიკული ზღვის პროდუქტების სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს, როგორიცაა პირველადი მწარმოებლები, გადამამუშავებლები, ლოგისტიკური კომპანიები და სხვა.
პროგრამის მიზანია მონაწილეთათვის ამერიკული ზღვის პროდუქტების სექტორის გაცნობა, ამერიკელი მწარმოებლების დაკავშირება ქართველ მყიდველებთან და მათი შესაძლებლობების გაზრდა მეტი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების მიზნით.
USDA-ს კოჰრანის გაცვლითი პროგრამა საქართველოში ხორციელდება 1993 წლიდან და მასში მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე 250-მდე სოფლის მეურნეობის დარგის მაღალი და საშუალო რანგის წარმომადგენლებმა, ფერმერებმა, მენეჯერებმა და ადმინისტრატორებმა, რომლებიც ჩაბმულნი არიან სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობაში, აგრობიზნესის მართვასა და მარკეტინგში, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში.






