ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი კავკასიის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივის ფარგლებში (USDA CADI) დისტანციური სწავლების მოდულების გამოყენებით მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას სურსათის უვებლობის სისტემების გაუმჯობესებაში. დისტანციური სწავლების მოდულებს ხელმძღვანელობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ლაბორატორიის სპეციალისტი, დოქტორი ჯენი დებუა. საქართველოში რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სისტემა გახდა უფრო მნიშვნელოვანი COVID-19 პანდემიის დროს. USDA CADI დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
რისკის ანალიზის საფუძვლები გახლავთ 15 კვირიანი დისტანციური სწავლების პროგრამა, რომელიც შემუშავებულია რისკის ანალიზში გამოყენებული ტერმინებისა და კონცეფციების გაცნობის მიზნით და ამავდროულად ხაზს უსვამს მათ გამოყენებას სურსათის უვნებლობაში. პროგრამის სესიები დაიწყო 11 თებერვალს და გაგრძელდა ოთხი კვირის განმავლობაში, სანამ არ მოხდებოდა მათი შეჩერება პანდემიის დაწყებით. COVID-19-ით გამოწვეული საერთაშორისო ლოჯისტიკური გართულებების საპასუხოდ სესიები განახლდა და გადავიდა Google-ს ონლაინ პლათფორმაზე, სადაც პირველი მოდული აიტვირთა 2020 წლის 21 აპრილს. პროგრამის სესიების მთელი ნაკადი გათვლილია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვევითი ცენტრის რისკის შეფასების ჯგუფისთვის და დასრულდება 2020 წლის 31 ივლისს.
ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა რვა დამატებითი მოდული, რომელიც ეხება სურსათის უვნებლობის ლაბორატორიულ ტრენინგს. პირველი სესია Google პლათფორმაზე განთავსდა 13 მაისს და მოდულები გაგრძელდება სავარაუდოდ 18 კვირის განმავლობაში, 2020 წლის ნოემბრის ბოლომდე. თავდაპირველად პროგრამა გათვლილი იყო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის, თუმცა გაზრდილი ინტერესის საპასუხოდ USDA-მ გადაწყვიტა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიების მოწვევა, რომ მათაც მიეღოთ პროგრამაში მონაწილეობა. ეს ძალისხმევა ეხმარება საქართველოს მთავრობას გაზარდოს რისკზე დაფუძნებული ანალიზის პრინციპების ცნობიერების დონე და ნდობა მათ მიმართ. ასევე გააუმჯობესოს საქართველოს ლაბორატორიების ეროვნული ქსელი, რომელიც წვლილს შეიტანს რეგიონალურ სურსათის უსაფრთხოებაში და საერთაშორისო სტანდარტების დაცვაში. ეს კი თავის მხრივ ემსახურება სავაჭრო შესაძლებლობების გაძლიერებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.
ეს აქტივობა USDA-ს პროექტის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის და განვითარების ინსტიტუტი (RAPDI).