Flag

An official website of the United States government

ქართული სუფრა ლეიკემიით დაავადებულ პაციენტს ოჰაიოში, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მოხალისეებისა და საქართველოს
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ივნისი 4, 2020

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მადლიერებას გამოხატავს ამერიკაში მცხოვრები ქართული თემისა და ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს მიმართ, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ოჰაიოს მკვიდრი, ლეიკემიით დაავადებული პაციენტის სურვილის ასასრულებლად, როდესაც მან ნამდვილი ქართული კერძები ინატრა. ავადმყოფობამდე ახალგაზრდა კაცი საქართველოს სტუმრობდა, სადაც შეიყვარა ქართველი ხალხი და ქართული სამზარეულო. მკურნალობის დაწყებამდე იგი საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა. მისი თხოვნის საპასუხოდ,  ქართული თემის წარმომადგენლები გაემგზავრნენ მასთან სახლში, დეიტონში, ოჰაიოს შტატში, რათა  მოემზადებინათ  და პირადად  გამასპინძლებოდნენ მას ნამდვილი ქართული სუფრით.

ასეთი კეთილშობილური  და გულწრფელი ჟესტი, განსაკუთრებით კი ამ რთულ პერიოდში,  ქართული დიდსულოვნების ჭეშმარიტი გამოხატულება და იმ ურთიერთობების ძლიერი პატივისცემაა, რაც ჩვენი ქვეყნების ხალხებს აკავშირებს. უღრმესი მადლობა ქართულ თემს ამერიკაში, საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში და ელჩ დავით ბაქრაძეს.