ელჩი კელი ყარაფილას ადმინისტრაციულ ხაზთან (14 ივლისი)

Ambassador Kelly at Karapila ABL. Photo: State Dept
ელჩი კელი ყარაფილას ადმინისტრაციულ ხაზთან. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი კელი ყარაფილას ადმინისტრაციულ ხაზთან. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელი ყარაფილას ადმინისტრაციულ ხაზთან (14 ივლისი)

 

კითხვა იმის შესახებ თუ რატომ აირჩია ეს ადგილი ელჩმა მოსანახულებლად

ელჩი კელი: ჩემი აზრით, ეს კითხვა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს და ხელისუფლებას უნდა დაუსვათ, თუ რატომ აარჩიეს ეს ადგილი. ვფიქრობ, რომ ამ ადგილს აქვს საგულისხმო სიმბოლური დატვირთვა. ეს ადგილი არის რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებული საქართველოს უმნიშვნელოვანესი ავტომაგისტრალიდან . ეს არამხოლოდ უმნიშვნელოვანესი ავტო მაგისტრალია საქართველოსთვის, არამედ უდიდესი სტრატეგიულობის მქონე ადგილიც. შემაძრწუნებელია, რომ 21-ე საუკუნეში  საქართველოს მეზობელი ასე უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს საქართველოს სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ასეთ თვითნებურ შეცვლას. ჩვენ გავაგრძელებთ  საუბარს ამ უსამართლობაზე და ხმას ავიმაღლებთ ისეთი შეურაცხმყოფელი ქმედებების წინააღმდეგ,  როგორიცა ეს ნიშანია და როგორიცაა  „ბორდერიზაციის“ სხვა ქმედებები, რომლებიც ხელოვნურად ყოფენ ადამიანებს ერთმანეთისგან, აშორებენ ხალხს ერთმანეთს და ზიანს აყენებენ ფერმერებს და ოჯახებს. სრულიად შემაძრწუნებელია, რომ ეს 21 საუკუნეში ხდება.

კითხვა იმის შესახებ თუ რა არის გამოსავალი და როგორ უნდა მოიქცეს ქართული ხელისუფლება

ელჩი კელი: ეს ძალიან არაბუნებრივი ქმედებაა და მე მჯერა, რომ ასე ხელოვნურად ხალხის დაშორება დიდხანს ვერ გასტანს. ისევე როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არასდროს აღიარა ბალტიისპირეთის ქვეყნები საბჭოთა კავშირის წევრებად, ასევე არასდროს ვაღიარებთ ამ არაბუნებრივ „ბორდერიცაზიას“ აქ, რაც არის საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. მინდა შემეძლოს იმის თქმა, რომ სწრაფი გამოსავალი არსებობს, თუმცა ჩემი აზრით ქართველები საკმაოდ პრაგმატულად უდგებიან ამ საკითხს და ჩვენ გვსურს უფრო მეტად შედეგიანი ჟენევის მოლაპარაკებების ხილვა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ არის მტკიცედ დგომა, ღია და ხმამაღალი საუბარი და საქართველოს რეფორმატორული მომავლის მხარდაჭერა.

კითხვა არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქცია „ქართული მარშის“ შესახებ

ელჩი კელი: არ მაქვს მოსაზრება ამ საკითხზე. მჯერა რომ ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი შეკრების და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ჩემი აზრით ეს ქვეყნის შიდა საკითხია და არ ვიცნობ დეტალებს.

კითხვა იმის შესახებ თუ რას ფიქრობს ელჩი ამ მარშზე როგორც დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელი

ელჩი კელი: ცხადია, ეს ძალიან სენსიტიური საკითხია ჩვენს ქვეყანაშიც, თუმცა კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არც ვიცი კონკრეტული შემთხვევების კონკრეტული დეტალები.