აშშ-ის სენატმა კელი დეგანანის ნომინაცია ერთხმად დაამტკიცა (20 დეკემბერი)

აშშ-ის სენატმა კელი დეგანანის ნომინაცია ერთხმად დაამტკიცა (20 დეკემბერი)

აშშ-ის საელჩო სიხარულით იუწყება, რომ საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე სენატმა ერთხმად დაამტკიცა კელი დეგნანის ნომინაცია. დანიშნული ელჩი ფიცს დადებს დედაქალაქ ვაშინგტონში. როდესაც კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვა, ის საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს რწმუნებათა სიგელს, რათა ოფიციალურად შეუდგეს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობებს.