რეგიონული ინფორმაციისა და ამომრჩეველთა გაძლიერების აქტივობის, DRIVE-ის გახსნა (12 დეკემბერი)

რეგიონული ინფორმაციისა და ამომრჩეველთა გაძლიერების აქტივობის, DRIVE-ის გახსნა (12 დეკემბერი)

 

დღეს, 12 დეკემბერს USAID-მა, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრ მრავალპარტიული დემოკრატიისთვისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, წამოიწყო DRIVE დემოკრატიის აქტივობა, სამწლიანი, ერთი მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე პროექტი, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქალაქეების გაძლიერების მიზნით, რათა მათ ეფექტიანად მოითხოვონ საჭირობოროტო საკითხებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის პროგრამები და დღის წესრიგი, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებს უპასუხებს.

USAID თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან, რათა მხარი დაუჭიროს პასუხისმგებლიან დემოკრატიას, ანგარიშვალდებულ მმართველობასა და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მჭირდრო ინტეგრაციას.