ელჩი როს ვილსონის კომენტარი სან დიეგოს უნივერსიტეტის კარიერული ცენტრის გახსნისა და სტუდენტთა სტიპენდიებით დაჯილდოების ღონისძიებაზე

ელჩი როს ვილსონის კომენტარი სან დიეგოს უნივერსიტეტის კარიერული ცენტრის გახსნისა და სტუდენტთა სტიპენდიებითდაჯილდოების ღონისძიებაზე (7 დეკემბერი)

შეკითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტი საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს, იმისათვის რომ ახალგაზრდები განვითარდნენ და მიიღონ განათლება საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, მათემატიკისა და ინჟინერიის მიმართულებით. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის გახსნას, ასევე დამატებითი სტიპენდიების გამოცხადებას, და რაც, ყველაზე მნიშვნელოვანია, მადლიერების გამოხატვას ქართული კერძო სექტორისა და მთავრობის მიმართ, უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების გულუხვი დახმარებისათვის. აქ ბევრი ნიჭიერი, ახალგაზრდა და საინტერესო ადამიანია შეკრებილი და ძალიან მიხარია მათთან ერთად ყოფნა.

შეკითხვა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან და დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც საუბარია აგრეთვე არასამთავრობო სექტორის ანგარიშებში.

ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არჩევნებთან დაკავაშირებით და ჩვენი საელჩოს განცხადება,ძირითადად, ერთსა და იმავე საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ აღვნიშნეთ ხარვეზები და პრობლემატური საკითხები, რაც აგრეთვე აღინიშნა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიისა და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ. მათ ანგარიშებში მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები არჩევნების უკეთესად ჩატარებისათვის. ვფიქრობთ, ეს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩვენ დიდ დროსა და ყურადღებას დავუთმობთ ამ საკითხებზე მთავრობასთან მუშაობას, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ეუთო და სხვა ორგანიზაციებთან ერთად.

შეკითხვა ევრო საბჭოს მინისტრთა განცხადების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ხელახლა გამოიძიოს მერაბიშვილის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი, რის შესახებაც მსჯელობა შედგება 2019 წლის ივნისში.

კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, იმაზე თუ რა ზომები მიიღეს ევროპის მინისტრებმა. ნათელია, კანონის უზენაესობის საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამ ქვეყანაში; საკითხები რაც დაკავშირებულია სამართალდამცავი სისტემის შესაძლო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან ძალზედ გვაღელვებს. ეს განცხადება არ საუბრობს ვინმეს ბრალზე ან უდანაშაულობაზე; ეს რეალობაა და ჩვენ იმედი გვაქვს რომ შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები გაგრძელდება ამ საქმეზე სხვა საქმეებზეც.