ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი დევიდ თაბორი საქართველოში ჩამოვიდა

Maj. General David H. Tabor, Commander of Special Operations Command Europe and US Ambassador in Georgia, Kelly Degnan. Photo: State Dept

ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი დევიდ თაბორი დღეს ჩამოვიდა თბილისში, რათა შეხვდეს საქართველოს სამხედრო ლიდერებს და განიხილოს სასწავლო წვრთნის “წინააღმდეგობის გაწევის ოპერაციული კონცეფციის” მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები.

ევროპის სპეციალური ოპერაციების სარდლობა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები, როგორც ურყევი პარტნიორები, ერთად გადიან სწავლებას, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ [საომარი მოქმედებების] თეატრის შიდა ოპერაციების, არამედ მთელი საზოგადოების წინააღმდეგობის გაუმჯობესებისკენ, რაც სპეციალური ოპერაციების სასიცოცხლო კომპონენტია. გენერალ-მაიორი თაბორი თავის კოლეგებთან განიხილავს საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სხვადასხვა როლს, რომელსაც საქართველო აშშ-სა და ნატო-ს ძალებთან პარტნიორობით ასრულებს, რათა შეეწინააღმდეგოს მავნე ზეგავლენას, შექმნას ერთიანობა, სწრაფად მოახდინოს რეაგირება წარმოქმნილ საფრთხეებზე და, საჭიროების შემთხვევაში, დაამარცხოს საგარეო აგრესია.