კომიქსების ავტორი და ილუსტრატორი დევიდ მაკი საქართველოს ეწვევა (3 ოქტომბერი)

კომიქსების ავტორი და ილუსტრატორი დევიდ მაკი საქართველოს ეწვევა (3 ოქტომბერი)

აშშ-ის საელჩო სიამაყით აცხადებს მარველის კომიქსების ავტორისა და ილუსტრატორის, „Daredevil”, „Jessica Jones“, „Fight Club 2”-ისა და „American Gods”-ის ავტორის, დევიდ მაკის ვიზიტს. დევიდ მაკი, ასევე, შემქმნელია გრაფიკული ნოველების საკუთარი ბესტსელერი სერიისა, „Kabuki”. 15-20 ოქტომბერს დევიდი ეწვევა თბილისსა და აჭარაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უმცირესობებსა და მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებს. დევიდი იქნება არტ-თერაპიის სესიების მოწვეული არტისტი. ის ჩაატარებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახალგაზრდებთან ურთიერთობისთვის იყენებენ კომიქსებს და გამართავს ლექციებს გრაფიკული დიზაინის სტუდენტებისათვის.

საჯარო ღონისძიებები:

  • ხატვის დემონსტრირება და „ფატალური შეცდომა 2“-ის წარდგინება. 15 ოქტომბერ, 19:00 საათი, დაივ ბარი, ფაბრიკა.

  • ლექცია და გამოფენა გიორგი ჩუბინაშვილის კვლევი ეროვნულ ცენტრში. 17 ოქტომბერი, 19:00-21:00 საათი.

ეს დევიდ მაკის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში. გასულ წელს აშშ-ის საელჩომ დევიდ მაკი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის ხელოვნების სემინარების ჩასატარებლად მოიწვია. საქართველოში ყოფნისას ის ადგილობრივ ახალგაზრდებს კომიქსის, სახელად „ფატალური შეცდომა“, შექმნაში დაეხმარა. კომიქსის მიზანი სოციალური პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ზუსტი მეცნიერებების განხრით განათლების პოპულარიზაციას ემსახურებოდა. „ფატალური შეცდომა“ აშშ-ის საელჩოს ბიზნესის განვითარებისა და სოციალური საკითხების მხარდაჭერის მიმდინარე პროექტია, რომელიც ქალაქგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებსა და სხვა სამიზნე მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის თანმიმდევრულ ხელოვნებას იყენებს.

პრესსამსახურთან დასაკავშირებლად, გთხოვთ, მოგვწეროთ: tbilisipress@state.gov

სხვა შეკითხვებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: tbilisicultural@state.gov