ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში მოხარულია მოგიწვიოთ პირდაპირი ჩართვით ვირტუალურ პრეს კონფერენციაზე ელჩ კელი დეგნანთან. კონფერენციის ძირითადი განსახილველი თემაა ამერიკის რეაგირება COVID-19-ზე საქართველოში. პრეს კონფერენცია ჩატარდება ოთხშაბათს, 20 მაისს, 14:00-15:00 საათზე. ელჩი დეგნანი, ზუსტად 14:00 საათზე, კონფერენციას დაიწყებს შესავალი სიტყვით, რის შემდეგაც უპასუხებს პრეს კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტების შეკითხვებს. ვიდეო და აუდიო კომუნიკაცია განხორციელდება პლატფორმით Webex, შეკითხვების გამოგზავნა კი შესაძალებელი იქნება სხვა პლატფორმის საშუალებით – Slido. გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას. პრეს კონფერენციის პლატფორმა გაიხსნება 13:30 საათზე – გთხოვთ შემოგვიერთდეთ კონფერენციის დაწყებამდე.
თარიღი: ოთხშაბათი, 20 მაისი
დაწყების დრო: 14:00 (თბილისი). ღონისძიებაზე დასაკავშირებელი ბმული გაიხსნება 13:30 საათზე. გთხოვთ აუცილებლად შემოგვიერთდეთ სულ ცოტა15 წუთით ადრე დაწყებამდე.
დასრულების დრო: 15:00 (თბილისი)
სამუშაო ენა : ინგლისური – ქართული (ამერიკის საელჩო უზრუნველყოფს თანმიმდევრულ თარგმანს)
შეხვედრის პირობა: საჯარო გავრცელებისთვის
ვიდეო და აუდიო: მიჰყევით ბმულს Ambassador Degnan – Virtual Press Conference. მობილურიდან დასაკავშირებლად დაგჭრდებათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია WebExt app. ლეპტოპიდან ან პერსონალური კომპიუტერიდან დასაკავშირებლად გამოიყენეთ თქვენი ვებ-ბრაუზერი (უმჯობესია Google Chrome). დააწკაპუნეთ “Join by browser”.
შეკითხვების მოწოდება: შეკითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ Slido -ოს გამოყენებით სმარტ ტელეფონიდან, ლეპტოპიდან ან პერსონალური კომპიუტერიდან. ამისთვის შედით slido.com შეიყვანეთ კოდი (#AmbPress) და აკრიფეთ თქვენი შეკითხვა. გთხოვთ შეკითხვები წინასწარ არ გამოგვიგზავნოთ. შეკითხვებს მივიღებთ უშუალოდ პრეს კონფერენციის მსვლელობისას. დროის მოგების მიზნით გთხოვთ კითხვები მოკლედ მოგვწეროთ.
RSVP: გთხოვთ მონაწილეობა დაგვიდასტუროთ მისამართზე TbilisiPress@state.gov 19 მაისის 18:00 საათამდე.
პრეს კონფერენციის დასრულების შემდგე აშშ-ის საელჩო სრულ ვიდეო ჩანაწერს ატვირთავს შემდეგ საიტზე: https://drive.google.com/open?id=1EnGFeIWw9BbFiAb8A1jiIr00Z0i3ttK4 . თქვენ შეგიძლიათ პრეს კონფერენციის აუდიო-ვიდეო ჩაწერა მსვლელობის დროს.