Flag

An official website of the United States government

სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა სამცხე-ჯავახეთის კლინიკისთვის
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 20, 2023

სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა სამცხე-ჯავახეთის კლინიკისთვის

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას, რათა გაიზარდოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობის იდენტიფიცირების უნარი. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ 235 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით საქართველოს პაციენტების მოვლის მხარდასაჭერად. ამ აღჭურვილობით პირდაპირ სარგებლობენ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები და კლინიკები, რომლებიც ემსახურებიან ადგილობრივ საზოგადოებას.

ამ კვირაში სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში მდებარე ვალეს რეგიონულ სამედიცინო ცენტრს 65 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადავეცით. დახმარება მოიცავდა აღჭურვილობას, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის მწვავე რისკების იდენტიფიცირებასა და დიაგნოსტირებას, როგორიცაა გულის პრობლემები და კიბო. გარდა ამისა, ჩვენ გადავეცით ულტრაბგერითი მოწყობილობა პრენატალური მკურნალობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მწვავე პრობლემების ადრეულ პრევენციას, რათა გააუმჯობესოს პაციენტების საერთო გრძელვადიანი ჯანმრთელობა.