ელჩი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

საელჩო აფასებს ადგილობრივი მთავრობიდან პარტნიორებს, რომლებიც საქართველოში ასობით პროექტის მხარდაჭერით ერთობლივი მიზნის მიღწევაში გვეხმარებიან. ეს მიზნებია: მშვიდობა, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ელჩმა დეგნანმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჩვენს ძალისხმევასა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის USAID-ის ახლადგამოცხადებულ, ადგილობრივი მმართველობის მხარდამჭერ $24-მილიონიან პროექტზე.