საკონტაქტო ჯგუფის სემინარი თემაზე ფსიქიკური მდგრადობა (18 მარტი)

2016 წლის 14-18 მარტს აშშseminar2-ის საჰაერო ძალების ფსიქიკური ჯანდაცვის ექსპერტები მაიორი ჯოელ თ. ფოსტერი – ლიცენზირებული ფსიქოლოგი, აშშ-ის საჰაერო ძალების დისლოცირების ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამის უფროსი და მაიორი დევიდ ს. თაბმენი – კლინიკური ფსიქოლოგი, აშშ-ის საჰაერო ძალების 52-ე სამედიცინო ოპერაციების ესკადრილია, იმყოფებოდნენ თბილისში და ერთკვირიანი სემინარი ჩაუტარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის სამსახურის ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტებს. ძირითადად განიხილეს დისლოცირებამდე, დისლოცირების პროცესში და მის შემდეგ, ასევე რეინტეგრაციის დროს გამოყენებული ის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. სემინარის თემატიკა ასევე მოიცავდა შემდეგ აქტუალურ საკითხებს: თვითმკვლელობის საფრთხის შეფასება და მართვა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენცია თვითმკვლელობის პრევენციისათვის, საჰაერო ძალების თვითმკვლელობის პრევენციის პროგრამა, ფსიქიკური მდგრადობა და პრევენციული ღონისძიებები, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანება და ა.შ.