MCC მხარს უჭერს სარემონტო სამუშაოებს შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში (28 სექტემბერი)

MCC მხარს უჭერს სარემონტო სამუშაოებს შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებში (28 სექტემბერი)

28 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლი და ელჩი კელი მონაწილეობდნენ შიდა ქართლის რეგიონში რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიაში. MCC აფინანსებს სარემონტო სამუშაოებს 100-მდე სკოლაში სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად, რათა ქვეყნის მასშტაბით საქართველოს 37000-მდე სკოლის მოსწავლეს ჰქონდეს უკეთესი განათება, გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი, გათბობა, და უკეთესი სანიტარული პირობები. 2006 წლიდან MCC და საქართველოს მთავრობა ერთად მუშაობენ  ეკონომიკური ზრდის სტიმულირების, სიღარიბის შემცირებისა და ქართველი ხალხის უზარმაზარი პოტენციალის გამოსავლენად.

ამ ათწლეულის  ბოლოსათვის, ორი კომპაქტის შემდეგ, MCC-ს საქართველოში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ექნება ჩადებული. MCC- ის კომპაქტები მაჩვენებელია  ამერიკისა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობისა და ქართველი ხალხისადმი ერთგულებისა. ელჩის კომენტარები მედიასთნ გორის განახლებული მე -5 საჯარო სკოლის გახსნაზე.ელჩი კელი: ამერიკის შეერთებულ შტატებს ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიციები აქვს ჩადებული საქართველოში იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო იყოს წარმატებული, სრულუფლებიანი დემოკრატიული წევრი დასავლეთ ერთა თანამეგობრობაში, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ არც ერთი ეს ინვესტიცია არ არის ამ კონკრეტულ ინვესტიციაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ, საქართველოს წარმატება ნამდვილად ეკუთვნის მომავალ თაობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ახალგაზრდა ქართველებმა ისწავლონ თბილ და კომფორტულ გარემოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩავდეთ 54 მილიონი დოლარის ინვესტიცია 100-მდე ქართული სკოლის სარემონტო სამუშაოებში. ასე რომ, ეს იყო მშვენიერი ღონისძიება და იმედი მაქვს, რომ მონაწილეობას მივიღებ სხვა მრავალ მსგავს ღონისძიებაში.