საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (25 ნოემბერი)

Deputy Defense Secretary David L. Norquist exchanges gifts at a bilateral meeting with Georgian Minister of Defense Irakli Garibashvili at the Pentagon, Washington, D.C., Nov. 21, 2019. (DoD photo by U.S. Navy Petty Officer 2nd Class James K. Lee)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (25 ნოემბერი)

 

25 ნოემბერი, 2019. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაასრულა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი, რომლის ღირსშესანიშნავი მომენტები იყო შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე დევიდ ნორქვისტთან და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება. მინისტრის სტუმრობა პენტაგონში ოფიციალური ცერემონიით აღინიშნა და უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობით დასრულდა. პენტაგონში სტუმრობისას ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა არმიის განთავსების, ენერგიისა და გარემოს დაცვის მდივნის თანაშემწეს, ალექს ბილერს, ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივაზე სასაუბროდ. ამასთანავე, მინისტრი შეხვდა თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ლორა კუპერს, რომელსაც „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ მედალი გადასცა.

ვაშინგტონში ჩასვლამდე, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილეს და ესტუმრა ფორტ ბენინგს. თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცა ოგლეტროპის ჯილდო საქართველოსა და აშშ-ის შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისათვის. ოგლეტროპის ჯილდო არის უმაღლესი რანგის ჯილდო, რომელსაც ჯორჯიის შტატი გადასცემს სამოქალაქო პირებს.