სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას USDA-ს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პროგრამის ფარგლებში (17 მაისი)

DSC_032617 მაისს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პროგრამის (NAHP) სამეთვალყურეო საბჭოს 23-ე შეხვედრა გაიმართა თბილისში. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) უზრუნველყო შეხვედრის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) კოორდინაციით.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა NAHP-ის 2016 წლის გეგმებისა და უკვე მიღწეული შედეგების განხილვა. შეხვედრას უძღვებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ნოდარ კერესელიძე.

ბატონი კერესელიძე მიესალმა სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრს, განსაკუთრებით მოწვეულ სტუმრებს კახეთის ვეტერინართა რეგიონალური ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ აკაკი ელანიძეს, შიდა ქართლის ვეტერინართა რეგიონალური ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ზაქარია გინტურს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევრო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ლაშა ინაურსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA) უფროსს ბატონ ზურაბ ჩეკურაშვილს.

შეხვედრის მთავარი შედეგი გახლდათ ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამოქმედო გეგმის ყველა თავის განახლება, ვეტერინარული კანონმდებლობისა და განათლების ჩათვლით. ასევე, იმის აღნიშვნა და დადასტურება თუ რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა მომავალში. NFA-მ გამოხატა სურვილი განავითაროს საპილოტე პროგრამა, რომელიც იძლევა მეტ შესაძლებლობებს მომდევნო წლებში კერძო სექტორის გამოყენებით. ამასთან ერთად, USDA გააგრძელებს მუშაობას კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და GIPA-სთან ერთად ვეტერინართა რეგიონულური ასოციაციების განვითარების მიმართულებით, რაც NAHP-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 2016 წლის სექტემბრისთვის.