ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას (29 ნოემბერი)

NASA Astronaut Heide Piper. Photo: NASA

ამერიკის საელჩოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში NASA-ს ასტრონავტი ჰაიდი ფაიფერი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებასა და მათ კარიერას მეცნიერებაში (29 ნოემბერი)

ჰაიდი ფაიფერი, NASA-ს ასტრონავტი და აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი მინესოტადან, საქართველოს 2-8 დეკემბერს ეწვევა, როგორც ამერიკის საელჩოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის მეორე სტუმარი. ჰაიდი ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომელიც მას მამაკაცებით დომინირებულ სფეროებში მუშაობისას შეხვდა და წაახალისებს ახალგაზრდა ქალებს, რომ მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს. როგორც საზღვაო ძალების მყვინთავი და ხუთი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი, ჰაიდი გაუზიარებს დაინტერესებულ მოსახლეობას თავისი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს. ის დააჯილდოვებს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარჩინებულ და მამაც ქალ კურსდამთავრებულებს. ასევე, გამართავს ლექციებს თევალში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჰაიდი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ საჯარო ღონისძიებებში:

  • მოწვეული სტუმარი საქართველოს სან დიეგოს უნივერსიტეტის STEM აკადემიაში, ტექნოპარკში, შაბათს, 2 დეკემბერს. ეს უფასო, ერთდღიანი ვორქშოპი განკუთვნილია 12-ე კლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერებითა და ინჟინერიით. დარეგისტრირდით აქ: https://georgia.sdsu.edu/stem-academy-registration/. ჰაიდი ისაუბრებს 17:00 სთ-ზე.
  • აიმაქსის ეკრანზე დოკუმენტური ფილმის “ლამაზი პლანეტა“ (45 წუთი) ჩვენება, კინოთეატრში Cavea, სავაჭრო ცენტრი East Point Mall, კვირას, 3 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, რასაც მოჰყვება ჰაიდისთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში. ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისურად, ქართული სუბტიტრებით. ბილეთები ხელმისაწვდომია https://www.kinoafisha.ge -ზე.
  • მოწვეული სტუმარი ჟიურის წევრის სტატუსით მიირებს მონაწილეობას აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კოსმოსური ჰაკათონი“ ფარგლებში, რომელიც გაიმართება, სასტუმრო „ფაბრიკა“-ში, კვირას, 3 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე.
  • საჯარო ლექცია, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში, ორშაბათს, 4 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე. დასწრება თავისუფალია!
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულის დაჯილდოვება და პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში, პარასკევს, 8 დეკემბერს, 16:30 საათზე.

მოძებნეთ ჰეშთეგი #WomanInGeorgia (#ქალისაქართველოში), რათა აღმოაჩინოთ სხვადასხვა ასაკისა და  გამოცდილების მქონე ქალების მიერ შეტანილი წვლილი საქართველოს კულტურასა და ეკონომიკაში.

პრესასთან დაკავშირებული შეკითხვები და სრული გრაფიკი, შესაძლებელია მოითხოვოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე tbilisipress@state.gov

ჰაიდის ბიოგრაფია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ