ამერიკის საელჩოს ინიციატივით საქართველოს ესტუმრა ნასას მთავარი ინჟინერი ტრიშა მაკი (16 სექტემბერი)

ამერიკის საელჩოს ინიციატივით საქართველოს ესტუმრა ნასას მთავარი ინჟინერი ტრიშა მაკი (16 სექტემბერი)

ამერიკის საელჩო და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 19 სექტემბერს გიწვევთ ნასას მთავარი ინჟინერის, ტრიშა მაკის საჯარო ლექციაზე თბილისში. ლექცია გაიმართება ინოვაციებისა და მეცნიერების ფესტივალის და საჯარო ლექციების კვირეულის ფარგლებში.საჯარო ლექციები გაიმართება:

ორშაბათს, 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მთავარი აუდიტორია.სამშაბათს,

20 სექტემბერს, 16:00 საათზე, მისამართი:  რუსთაველის გამზირი 7, ახალგაზრდობის სასახლე.

ტრიშა მაკის ლექციების ძირითადი თემა იქნება: მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მნიშვნელობა განათლებაში, ეკონომიკაში, ახალგაზრდების განვითარებასა და ტურიზმში.  ტრიშა მაკის ვიზიტი საქართველოში დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მიერ და ორგანიზებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. პროექტი დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში (MCC).

საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში MCC 140 მილიონი დოლარის ინვესტიციით გააუმჯობესებს ზუსტი მეცნიერებების განათლების ხარისხსს, სამუშაო ბაზრის კომპეტენციას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ზუსტი მეცნიერების პროფესიებში ქალთა რაოდენობის გაზრდას. კომპაქტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა და სან დიეგოს უნივერსიტეტი თანამშრომლობენ, რათა უზრუნველყონ საქართველოში შეერთებულ შტატებში აკრედიტირებული ზუსტი მეცნიერებების ბაკალავრიატის ხარისხის გაცემას.

ტრიშა მაკი როჩესტერ ჰილსში, მიჩიგანში გაიზარდა. მიჩიგანის უნივერსიტეტისგან მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი კოსმოსური ინჟინერიაში. სწავლის დასრულების შემდეგ ნასამ მუდმივი სამსახური შესთავაზა. ნასაში 14 წლის მუშაობის შემდეგ, ტრიშა გახდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის სატრანსპორტო აქტივობების „კოსმოსური სვლების“ ჯგუფის ლიდერი. ტრიშა წვრთნის ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ ოპერირებაში და აკონტროლებს ფრენას, როდესაც ასტრონავტები ღია კოსმოსში გადიან. მისი მუშაობა უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წარმატებისათვის.