ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალი , გენერალი ნიკოლსონი საქართველოს ესტუმრება (11 ნოემბერი)

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალი , გენერალი ნიკოლსონი საქართველოს ესტუმრება (11 ნოემბერი)

გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების ძალების სარდალი ავღანეთში, საქართველოს 2016 წლის 6-7 ნოემბერს ესტუმრება.

ვიზიტის ფარგლებში გენერალი ნიკოლსონი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ – ლევან იზორიასთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან. გენერალი განიხილავს როგორც საერთაშორისო ვალდებულებას ავღანეთთან, ნატოსა და USFOR-A მისიებთან, ასევე საქართველოს წვლილს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

თავის ამჟამინდელ პოზიციამდე, გენერალ ჯონ ნიკოლსონს ეკავა ნატოს მოკავშირე სახმელეთო ძალების სარდლის თანამდებობა  იზმირში, თურქეთი. იგი სამი ვადით მსახურობდა ავღანეთში და იყო  აშშ-ის გაერთიანებული შტაბის პაკისტან-ავღანეთის საკოორდინაციო ჯგუფის დირექტორი.

გენერალ ჯონ ნიკოლსონის ვიზიტი ადასტურებს საქართველო-ამერიკის ორმხრიივ ურთიერთობის მნიშვნელობას და მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ღვაწლის მიმართ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. ეს ვიზიტი არის ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულების კიდევ ერთი მაგალითი გაზარდოს უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში.