ელჩი კელი მონაწილეობას იღებს ნატო-საქართველოს სწავლება 2016-ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღეს გამართულ ღონისძიებაში (17 ნოემბერი)

Ambassador Kelly Participates in Distinguished Visitor Day at NATO-Georgia Exercise 2016. Photo: State Dept
ელჩი კელი მონაწილეობას იღებს ნატო-საქართველოს სწავლება 2016-ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღეს გამართულ ღონისძიებაში. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი კელი მონაწილეობას იღებს ნატო-საქართველოს სწავლება 2016-ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღეს გამართულ ღონისძიებაში. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელი მონაწილეობას იღებს ნატო-საქართველოს სწავლება 2016-ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღეს გამართულ ღონისძიებაში (17 ნოემბერი)

ელჩმა კელიმ მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში  საპატიო სტუმრების დღეს გამართულ ღონისძიებაში. 17 ნოემბრის სწავლებას დაესწრო 130-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, რათა გამოეხატათ მიმდინარე სწავლების მხარდაჭერა. დელეგაციაში შედიოდნენ საქართველოს ხელმძღვანელობის უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და სხვა ოფიციალური პირები. ამ აღსანიშნავ ნატო-საქართველოს სწავლებაში მონაწილეობს 250 სამხედრო  მოსამსახურე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან და 13 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან, ასევე ათობით დამხმარე პერსონალი. ეს სწავლება, რომელიც არის კიდევ ერთი ეტაპი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, წარმოადგენს კომპიუეტერულ/ სიმულაციურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას. მისი მიზანია,  საქართველოს ხემძღვანელობით, მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წამომადგენლებს შეასწავლოს დაგეგმვის, კოორდინირებული მოქმედებისა და კრიზისებზე რეაგირების ოპერაციების წარმართვა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.