ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სპორტის დესპანები საქართველოს „Jr. NBA GBF“ ჩემპიონატზე სტუმრობენ (24 ივნისი)

თბილისი, 24 ივნისი, 2016 წელი –  25 ივნისს ქალთა NBA-ს მოთამაშე კალანა გრინი და NBA-ს ვეტერანი მოთამაშე ჟარკო ჩაბარკაპა სპორტის დესპანთა რანგში „Jr. NBA GBF“-ის პირველი ჩემპიონატის თამაშზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან.  17:00 საათზე სპორტის დესპანები გაუძღვებიან საჩვენებელ ვარჯიშს „Jr. NBA-GBF“-ის ლიგის ათლეტებისათვის და ჩემპიონატის გამარჯვებულებს ბეჭდებით დააჯილდოებენ. ჩემპიონატი დაიწყება 19:00 საათზე. ყველა ღონისძიება არის საჯარო და მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დასწრება.

მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA)და საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ (GBF) ჩამოაყალიბეს საქართველოში პირველი „Jr. NBA-GBF“ ლიგა. ლიგის თამაშები 30 ადგილობრივ სკოლასა და საკალათბურთო კლუბს შორის ექვს ქალაქში: ბათუმში, გორში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა და თელავში გაიმართა, მოთამაშეები NBA-ს 30 გუნდს წარმოადგენდნენ.

„Jr. NBA“, NBA-ის გლობალური ახალგაზრდული საკალათბურთო პროგრამა, ასწავლის სპორტის ფუნდამენტურ უნარ-ჩვევებს, ისევე, როგორც თამაშის ძირითად ღირებულებებს დამწყებ დონეზე, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდული საკალათბურთო გამოცდილების ზრდასა და განვითარებას მოთამაშეებში, მწვრთნელებსა და მშობლებში. 2015-2016 წლის სეზონისთვის „Jr. NBA“-ს მონაწილეთა რიცხვი 35 ქვეყანაში 6.5 მილიონზე მეტი იქნება.

„Jr. NBA“-ს ლიგის პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია, რომ ბავშვებმა იმხიარულონ მონაწილებისას, მაშინ, როდესაც მწვრთნელები თამაშისათვის საჭირო გატაცებისა და უნარ-ჩვევების პირველ მარცვლებს ნერგავენ“- განაცხადა NBA-ს ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის(EMEA) საკალათბურთო ოპერაციების მთავარმა დირექტორმა ნილ მეიერმა. „ლიგის მიმდინარეობისას ახალგაზრდა მოთამაშეებმა დიდი თავდადება გვიჩვენეს და მე მინდა, გულწრფელად მივულოცო პირველ ოთხ გუნდს,რომლებიც ხვალინდელ ფინალში შეეჯიბრებიან ერთმანეთს პირველი „Jr. NBA GBF“ ლიგის ჩემპიონობისთვის“.

აშშ-ის საელჩოს სპორტის დესპანის პროგრამა კალათბურთს იყენებს საქართველოს ახალგაზრდებში უნარ-ჩვევების განსავითარებლად და საერთო ღირებულებების გასამყარებლად. კერძოდ, ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას, ლიდერობასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა ჩართულობას. აგრეთვე, ხელს უწყობს საქართველოს სასჯელაღსრულების რეფორმას. 2003 წლიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „SportsUnited“ პროგრამამ 80-ზე მეტი ქვეყნიდან, 1800-ზე მეტი ახალგაზრდა ათლეტი და მწვრთნელი ამერიკაში სპორტის სტუმრების რანგში ჩაიყვანა. 2005 წლიდან „SportsUnited“-მა 180-მდე პროფესიონალი ამერიკელი ათლეტი და მწვრთნელი 85-ზე მეტ ქვეყანაში სპორტის დესპანის რანგში გაგზავნა, ერთად მათ კავშირი აქვთ ათობით ათას ახალგაზრდასთან მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო დეპარტამენტის სპორტის დიპლომატიაზე მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ტვიტერის გვერდს: @SportsDiplomacy

NBA-ს ვეტერანი მოთამაშე ჟარკო ჩაბარკაპა დაიბადა სერბეთში და დაიწყო კარიერა  NBA-ში „ფენიქს სანში“ თამაშით, სადაც ის 2013 წლის დრაფტზე მეჩვიდმეტე ნომრად აიყვანეს. 2005 წელს ჟარკო შეურთდა „გოლდენ სტეიტს“, სადაც ითამაშა ერთი სეზონი. ჟარკო ასევე თამაშობდა ყოფილი იუგოსლავიის ნაკრებში, სადაც 2002 წელსFIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

WNBA-ის მოთამაშე კალანა გრინი მინესოტა ლინქსის კალათბურთელია. კოლეჯში ის თამაშობდა კონექტიკუტის უნივერსიტეტის ჰასკებში,რომელიც არის 2009 და 2010 წლის NCAA ჩემპიონატის გამარჯვებული. სამხრეთ კაროლინაში დაბადებულ და გაზრდილ კალანას ნათამაშები აქვს ნიუ-იორკ ლიბერთიში, კონეკტიკუტ სანსა და ტეხასის ეი-ენდ-ემში.

ქართულ პრესასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, გეგა გაბუნიას ნომერზე: 595 58 12 86