მწვანე ბარათის გათამაშების ახალი სარეგისტრაციო პერიოდი – DV-2019

ტექნიკური ხარვეზის გამო 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშების სარეგისტრაციო პერიოდი ხელახლა დაიწყება. ყველა აპლიკაცია, რომელიც 2017 წლის 18 ოქტომბრამდე შეივსო, ხელახლა უნდა შეივსოს, იმისათვის, რომ განხილულ იქნას.

ვწუხვართ, გათამაშების მონაწილეებისთვის შექმნილი უხერხულობის გამო. თუმცა, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანობა და პროცესის მთლიანობა, უნდა განვაახლოთ ამ წლის სააპლიკაციო პერიოდი (DV-2019).

ახალი სარეგისტრაციო პერიოდი 2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშებისათვის დაიწყება თბილისის დროით 2017 წლის 18 ოქტომბერს, 20:00 საათზე და დასრულდება 2017 წლის 22 ნოემბერს, 20:00 საათზე.

თუ თქვენ დარეგისტრირდით 2017 წლის 18 ოქტომბრამდე, ეს აპლიკაცია არ მიიღება და მოგიწევთ რეგისტრაციის გავლა ახალი პერიოდის განმავლობაში. თქვენ გაქვთ უფლება ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში შეავსოთ მხოლოდ ერთი აპლიკაცია, რათა არ იქნათ დისკვალიფიცირებული განმეორებითი აპლიკაციის გამო. ინდივიდები, რომლებიც ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში ერთზე მეტ აპლიკაციას შეავსებენ, იქნებიან დისკვალიფიცირებულნი.

აპლიკანტებს ახალი სარეგისტრაციო პერიოდის განმავლობაში შეეძლებათ ელექტრონული განცხადების შევსება გათამაშების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.dvlottery.state.gov. გათამაშების ინსტრუქცია ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

ყველა სხვა მოთხოვნა რჩება უცვლელი.

2018 წლის 15 მაისიდან 2019 წლის გათამაშების მონაწილეებს შეეძლებათ სტატუსის შემოწმება იმ უნიკალური ნომრის გამოყენებით, რომელიც რეგისტრაციის პერიოდში მიენიჭათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.dvlottery.state.gov

სტატუსის შემოწმებისას წარმატებულ აპლიკანტებს მიეწოდებათ ინფორმაცია, როგორ უნდა მოიპოვონ მწვანე ბარათი თავისთვის და კვალიფიციური ოჯახის წევრებისათვის. იმავე, სტატუსის შემოწმების გვერდიდან მიიღებთ სავიზო გასაუბრების თარიღსაც.

ხშირად დასმული შეკითხვები:

რა შეგიძლიათ გვითხრათ ტექნიკური ხარვეზის შესახებ? დაიკარგა აპლიკაციები? ჰაკერული თავდასხმის მცდელობა იყო?

ტექნიკური ხარვეზი გამოიწვია კვალიფიციური ქვეყნის მიხედვით აპლიკანტთა წარუმატებელმა განაწილებამ, როდესაც აპლიკანტი უთითებდა კვალიფიციურ ქვეყანას არა დაბადების ადგილის მიხედვით. ამის გაკეთება ნებადართულია გარკვეულ შემთხვევებში. ეს არ იყო გარედან ჩარევის ან ჰაკერული თავდასხმის მცდელობა.

რამდენი აპლიკაცია მიიღეთ, სანამ ეს ტექნიკური ხარვეზი მოხდა?

ტექნიკური ხარვეზის გამო ამ დროისათვის ჩვენ არ შეგვიძლია კვალიფიციური აპლიკაციების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ სამართლიანობა და პროცესის მთლიანობა, ვანახლებთ ამ წლის სააპლიკაციო პერიოდს (DV-2019).

რამდენი აპლიკაციის მიღებას ელოდება დეპარტამენტი 2019 წლის გათამაშებაში?

გასული წლის, 2018 წლის გათამაშებისთვის, მივიღეთ 14 მილიონი აპლიკაცია.  

როგორ შეატყობინებს დეპარტამენტი აპლიკანტებს, რომელთა აპლიკაციებიც არავალიდურია?

დეპარტამენტი გაგზავნის ავტომატიზირებულ ელ.გზავნილს გათამაშების ყველა მონაწილესთან, რომელიც 2017 წლის 18 ოქტომბრამდე დარეგისტრირდა. გამოყენებული იქნება ის ელ.ფოსტის მისამართი, რომელიც აპლიკანტებმა გათამაშების ფორმაში მიუთითეს. ელ.გზავნილში სთხოვენ აპლიკანტებს, რომ ეწვიონ ოფიციალურ გვერდს: www.dvlottery.state.gov მნიშვნელოვანი ინფორმაციის წასაკითხად.

აგრეთვე, ვიმუშავებთ საელჩოებთან და საკონსულოებთან, რათა პოტენციურ აპლიკანტებსაც ავუხსნათ სიტუაცია და შევატყობინოთ ახალი სარეგისტრაციო პერიოდის შესახებ სოციალური მედიისა და ადგილობრივი მედიის დახმარებით.

ეს შეაფერხებს 2019 წლის გათამაშების პროცესს?

2019 წლის გათამაშების მონაწილეთა შერჩევა დაგეგმილია, რომ 2018 წლის 15 მაისიდან დაიწყოს.

ამ დროისათვის 2019 წლის გათამაშებაში შეფერხებას არ ველოდებით.