ახალი კერძო ვეტერინართა ასოციაციები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას უფრო ჯანმრთელი ცხოველების და წარმოებისთვის საქართველოში (15 მაისი

ახალი კერძო ვეტერინართა ასოციაციები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას უფრო ჯანმრთელი ცხოველების და წარმოებისთვის საქართველოში (15 მაისი)

15 მაისს ოცდაათზე მეტი ადამიანი შეიკრიბა სასტუმრო ვეჯინში, ქალაქ რუსთავში ქვემო ქართლის კერძო ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად.  ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ეროვნული ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში.

კერძო ვეტერინართა რეგიონული ასოციაციები ორგანიზაციული და ვეტერინარული უნარების ამაღლებით უზრუნველყოფენ გრძელვადიან მდგრადობას ვეტერინარებისთვის, რომლებიც არიან მთავარი ბენეფიციარები. ასოციაციები ხელს უწყობენ ჯანმრთელი ცხოველების, უფრო შეძლებული ფერმერების და საბოლოოდ უვნებელი სურსათის წარმოებას, როგორც შიდა მოხმარების ასევე ექსპორტისთვის.

„ასოციაციები მეცხოველეობის სექტორის პროდუქტიულობისთვის და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშველოვანია“.- აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი ნანა ქაშაკაშვილი. „ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ვეტერინარების უნარების და შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე პროფესიანალი ვეტერინარების სერვისის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე.“

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფს ტექნიკურ ტრეინინგებს ასოციაციებისთვის, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტებზე. ასოციაციების ჩამოყალიბება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ძირითადი კომპონენტია, რომელის დადასტურებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

„მეცნიერულ ტექნიკური უნარების განვითარება უმნიშვნელოვანესია ვეტერინარებისთვის.  კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ამაყობს, როგორც ამ ძალისხმევის საერთაშორისო ტექნიკური პარტნიორი“, თქვა დები რეინოლდსმა კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

ქვემო ქართლის ასოციაცია უკვე მეშვიდეა პროგრამის ფარგლებში 2008 წლის შემდეგ. ასოციაციები ჩამოყალიბდა ისეთ რეგიონებში, როგორიცაა იმერეთი, შიდა ქართლი, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი. ეს შვიდი ასოციაცია აერთიანებს 270 კერძო ვეტერინარს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ თავიანი პროფესიით მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის რადიკალური ტრანსფორმაცია ვეტერინარული სერვისების მრავალწლიანი დაკნინების შემდეგ.

„სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს ასოციაციებთან ცხოველთა ვაქცინაციისა და დაავადების კონტროლის პროგრამების განხორციელების კუთხით საქართველოს მასშტაბით,“ თქვა მირანგულა ლიპარტელიანმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონის წარმომადგენელმა. „ჩვენ მივესალმებით ახალი კერძო ვეტერინარული ასოციაციის ჩამოყალიბებას ქვემო ქართლში.“

გახსნის ცერემონია მოიცავდა საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებას სხვა რეგიონის ასოციაციების წარმომადგენლების მხრიდან, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას კოლეჯ ელიტთან და სერთიფიკატების გადაცემას ქვემო ქართლის ახლად დაარსებულ კერძო ვეტერინართა ასოციაციების წევრებისთვის.