სიახლეები და ღონისძიებები

ცნობილი ამერიკული კომიქსების შემქმნელები საქართველოs მაისსა და ივნისში ეწვევიან (10 მაისი)

აშშ-ის საელჩო თბილისში იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ესტუმრებიან ცნობილი ამერიკული კომიქსების შემქმნელები. ისინი ახალგაზრდებს ასწავლიან კომიქსების უნიკალური და მიმზიდველი ხელოვნების ფორმას, რომლის საშუალებითაც იქმნება შემოქმედებითი ისტორიები. ამ ზაფხულს, ამერიკული კომიქსების პირველი ელჩები საქართველოში – მხატვარი დეივიდ მაკი (დეარდევილი, ელაიასი, კაბუკი) და მწერალი ვენ ჯენსენი (ფლეში, გრინ ლანტერნი, კრიპტოკრასი) იმუშავებენ ნიჭიერ ქართველ სტუდენტებთან საკუთარი, ...
მეტის ნახვა»

განაჩენის დასაბუთების ტრენინგი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით (6 მაისი)

4-5 მაისს, ამერიკის საელჩოს იურიდიულმა მრჩეველმა, მაიკლ გრანტმა  და უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილმა მოსამართლე, ზაზა მეიშვილმა, ორდღიანი ტრენინგი  ჩაატარეს მოსამართლის თანაშემწეებთან, განაჩენის დასაბუთების თემაზე.  ტრენინგის საკითხები მოიცავდა განაჩენის დასაბუთების მეთოდიკას, სტრუქტურას, დღესდღეობით  არსებულ  ნაკლოვანებებს,  ევროპულ სტანდარტებსა და ვალდებულებებს, და  დასაბუთების არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების გზებს.
მეტის ნახვა»

შეერთებული შტატების დახმარება საქართველოში ბიოუსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის (27 აპრილი)

27 აპრილს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა მარნეულის ვეტერინარულ ლაბორატორიაში რეაბილიტაციის დასრულების ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა. ახალი დაწესებულება მდგრადი, ინეტგრირებული ლაბორატორიაა, რომელიც ბიოუსაფრთხოების სფეროში საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის. აღნიშნული პროექტის დასრულება ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, ინვესტიციები ჩადოს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში.
მეტის ნახვა»

ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ (26 აპრილი)

დღეს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში მიღწეული შთამბეჭდავი წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი გახდა. ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს განუხრელი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს წინსვლას ...
მეტის ნახვა»

ბათუმში თევზჰაკათონი 2016 იწყება (23 აპრილი)

დღეს, როდესაც დედამიწის დღეს აღვნიშნავთ, ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მესამე ყოველწლიური თევზჰაკათონი გაიხსნება. ოცდაათი პროგრამისტი, დიზაინერი და მეცნიერებით გატაცებული ენთუზიასტი უქმეებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაატარებს, რათა მეთევზეობის პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო აპლიკაცია შექმნას. ბათუმის აქტივობა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მთელ მსოფლიოში ორგანიზებული თევზჰაკათონების ნაწილია. ესაა საჯარო და კერძო უწყებების თანამშრომლობის მაგალითი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის ...
მეტის ნახვა»