სიახლეები და ღონისძიებები

საკონტაქტო ჯგუფის სემინარი თემაზე ფსიქიკური მდგრადობა (18 მარტი)

2016 წლის 14-18 მარტს აშშ-ის საჰაერო ძალების ფსიქიკური ჯანდაცვის ექსპერტები მაიორი ჯოელ თ. ფოსტერი – ლიცენზირებული ფსიქოლოგი, აშშ-ის საჰაერო ძალების დისლოცირების ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამის უფროსი და მაიორი დევიდ ს. თაბმენი – კლინიკური ფსიქოლოგი, აშშ-ის საჰაერო ძალების 52-ე სამედიცინო ოპერაციების ესკადრილია, იმყოფებოდნენ თბილისში და ერთკვირიანი სემინარი ჩაუტარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის სამსახურის ფსიქიკური ...
მეტის ნახვა»

ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადება უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით (15 მარტი)

ელჩების სამუშაო ჯგუფი უკანონოდ ჩაწერილი ვიდეოების გავრცელებით უკიდურესად შეშფოთებულია. პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეთა მიზანში ამოღება იმ დემოკრატიული პრინციპების აბუჩად აგდებაა, რომელსაც საქართველო ემყარება. ვგმობთ ბოროტმოქმედების ყველა ამგვარ ფორმას და მივესალმებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა მხარდასაჭერად იყო მიმართული. ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება ქართველი ხალხის საჯაროდ და ...
მეტის ნახვა»

ელჩის მოადგილე ბერლინერმა საქართველოს მშვიდობის კორპუსის 47 მოხალისეს სამსახურის დასრულება მიულოცა (11 მარტი)

აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ორწლიანი სამსახურის დასრულების ცერემონიას დაესწრო. ბატონმა ბერლინერმა მოხალისეებს წარმატებული სამსახურის გამო მადლობა გადაუხადა. 47 მოხალისე ქართველი კოლეგების მხარდამხარ სოფლის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად, აგრეთვე საზოგადოებრივ და სამოქალაქო ორგანიზაციებში მრჩევლებად მუშაობდა.
მეტის ნახვა»

აშშ-ისა და იაპონიის მთავრობების ახალი დახმარება იმერეთში აუფეთქებელი საბრძოლო მასალისაგან მიწების გასაწმენდად (10 მარტი)

10 მარტს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა სიტყვა წარმოთქვა ცერემონიაზე, რომელიც „ჰალო ტრასტისათვის“ აშშ-ისა და იაპონიის მთავრობების მიერ დაახლოებით 900 ათასი დოლარის გადაცემას მიეძღვნა. აღნიშნული თანხა იმერეთში, ჭოგნარის ყოფილი სამხედრო ბაზის აუფეთქებელი საბრძოლო მასალისაგან გაწმენდას მოხმარდება. 2008 წლის შემდეგ, აშშ-ისა და იაპონიის მთავრობებმა „ჰალო ტრასტს“ საქართველოში სამუშაოების ჩატარებისათვის 20 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყვეს. ტერიტორიის ...
მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩომ პოლიციელ ქალთა კონფერენციას უმასპინძლა (1 მარტი)

1 მარტს აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდაცვის საქმეთა განყოფილებამ პოლიციელ ქალთა რიგით მეხუთე კონფერენციას უმასპინძლა. ელჩ იან კელისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სიტყვის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს 2013 წლის კონფერენციის მონაწილის, პოლიციის ოფიცერ მაია ჯავახიშვილის ხსოვნას, რომელის 2015 წლის დეკემბერში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. პოლიციელ ქალთა მეხითე კონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ...
მეტის ნახვა»