სიახლეები და ღონისძიებები

ელჩ კელის კომენტარი პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად პანკისის ხეობაში სტუმრობისას (30 იანვარი)

ელჩი კელი:„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ შემომთავაზა, საქართველოს ამ უმშვენიერეს რეგიონში მასთან ერთად ჩამოვსულიყავი. ვფიქრობ, იცით, რომ შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, წარმატება. ძლიერი დემოკრატია კი ინკლუზიური საზოგადოებაა. ამიტომ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტს დუისში მისი დღევანდელი სტუმრობისას.“ შეკითხვა ამერიკის პოზიციის შესახებ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები იმყოფებიან. ელჩი კელი: ...
მეტის ნახვა»

აშშ საელჩოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტნიორული თანამშრომლობა საქართველოს სახმელეთო საზღვრების გასაძლიერებლად (29 იანვარი)

29 იანვარს, აშშ საელჩომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფორმეს სახმელეთო საზღვართან დაკავშირებული პროექტის შესახებ ხელშეკრულებები, რომლებიც გულისხმობენ საქართველოს მწვანე საზღვარზე განთავსებულ სექტორებზე მართვისა და კონტროლის, მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენის, სათვალთვალო და მათზე სამართალდამცავი ზომების განხორციელების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. შეთანხმებები მოთხოვნებზე, რომლებსაც ხელი მიეწერა აშშ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამისა და საქართველოს ...
მეტის ნახვა»

Statement by Ambassador Kelly on UNHCR allegations (January 29)

ვნახეთ ცნობები პრესაში. კმაყოფილნი ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სერიოზულად მოეკიდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. აშშ ამაყობს, რომ უთვალავ სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებულ ძალების პარტნიორია. სამწუხარო იქნებოდა, ამ ბრალდებებს ქართული ჯარის ამაყი რეპუტაცია შეელახა.
მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩო ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს; DEA-ს ოფისი 2016 წელს გაიხსნება (25 იანვარი)

27-28 იანვარს აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) ბათუმში აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლებს. აღნიშნულ ღონისძიებას აშშ-ის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და DEA-ს რეგიონული ოფისის დირექტორი კაილ უილიამსონი გახსნიან. ბათუმის რეგიონული შეხვედრაი თავს მოუყრის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მებრძოლ 150-ზე მეტ უფროს გამომძიებელსა  და ანალიტიკოსს ...
მეტის ნახვა»

ელჩი კელი ამერიკის სავაჭრო პალატას სიტყვით მიმართავს (20 იანვარი)

20 იანვარს ელჩმა იან კელიმ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სიტყვით მიმართა. სავაჭრო პალატის მრგვალი მაგიდის წინაშე გამოსვლისას ელჩმა კელიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მთავრობა მოწადინებულია, გააღრმაოს საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და განამტკიცოს ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატი საქართველოში.
მეტის ნახვა»