სიახლეები და ღონისძიებები

აშშ-ის საელჩომ პოლიციელ ქალთა კონფერენციას უმასპინძლა (1 მარტი)

1 მარტს აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდაცვის საქმეთა განყოფილებამ პოლიციელ ქალთა რიგით მეხუთე კონფერენციას უმასპინძლა. ელჩ იან კელისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სიტყვის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს 2013 წლის კონფერენციის მონაწილის, პოლიციის ოფიცერ მაია ჯავახიშვილის ხსოვნას, რომელის 2015 წლის დეკემბერში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. პოლიციელ ქალთა მეხითე კონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ...
მეტის ნახვა»

US Embassy Hosts Fifth ‘Women in Policing’ Conference (March 1)

1 მარტს, დილის 10 საათზე სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”  ა.შ.შ.- ის საელჩოს  ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან  ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო მასპინძლობს მეხუთე  ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით „ქალები პოლიციაში“. ა.შ.შ-ის ელჩი იან კელი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ, რის შემდეგაც გაიმართება ქართველი პოლიციელის – მაია ჯავახიშვილის  ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.   მაია 2013 წლის კონფერენციის ...
მეტის ნახვა»

ელჩმა კელიმ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთათვის სადილი გამართა (29 თებერვალი)

ელჩმა კელიმ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთათვის სადილი გამართა. დისკუსიების ფორმატი 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე სასაუბროდ შეიქმნა. სადილისას, ელჩმა კელიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სიურპრიზი მოუწყო და მშობლიური შტატიდან მიღებული საჩუქარი უსახსოვრა – ილინოისის უნივერსიტეტის კეპი. პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მასკის პროგრამით სწორედ ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა.
მეტის ნახვა»

აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკოსი, მაიკლ სტაინერი საუბრობს სოფლის მეურნეობის სტატისტიკაზე მაესტროს სატელევიზიო ეთერში (29 თებერვალი)

მაესტროს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მაიკლ სტაინერმა, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკოსმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მნიშვნელობაზე პოლიტიკის შემუშავებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ბატონმა სტაინერმა განმარტა, თუ როგორ შემცირდა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა მრავალწლიანი უყურადღებობის შედეგად. ასევე, თუ როგორ დაეხმარება სოფლის მეურნეობის სფეროს გაჯანსაღებას ის ინიციატივები, რომლებსაც საქართველოს ახლანდელი მთავრობა ახორციელებს ...
მეტის ნახვა»

ელჩი კელი გორის ამერიკულ კუთხეს ესტუმრა (20 თებერვალი)

გორის ამერიკულ კუთხეში პირველი სტუმრობისას, ელჩმა კელიმ მოსწავლეებს მისი, როგორც ამერიკელი დიპლომატის, ბიოგრაფია გააცნო და საქართველოში ამერიკის ელჩის რანგში მისი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. ელჩმა კელიმ მშობლიური ჩიკაგოს შესახებ ინფორმატიული პრეზენტაციისას ამ ქალაქის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ისტორიაზე, დინამიურ არქიტექტურასა და აქტიურ სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაზე ისაუბრა. ელჩმა მოუწოდა ახალგაზრდებს, მისდიონ ოცნებებსა და საგანმანათლებლო ამბიციებს და გამოთქვა იმედი, ...
მეტის ნახვა»