სიახლეები და ღონისძიებები

ელჩი კელის კომენტარი რესპუბლიკურ პარტიასთან შეხვედრის შემდეგ (23 აგვისტო)

კითხვა შეხვედრასთან დაკავშირებით ელჩი კელი: მე მჯერა, რომ ძლიერი და აქტიური ოპოზიცია არის დემოკრატიის არსებითი შემადგენელი ნაწილი და სწორედ ამიტომ შევხვდი საქართველოში ერთ-ერთ უძველეს პარტიას, რათა გავცნობოდი მათ ხედვას ქვეყანაში დამოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით. მე მათ ვუთხარი, რომ ძლიერი ოპოზიცია არის ხელისუფლებათა განშტოებებს შორის ბალანსისა და კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი. კითხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის ...
მეტის ნახვა»

აშშ-ის ელჩის განცხადება მედიისთვის ბორჯომის ხანძართან დაკავშირებით (22 აგვისტო)

უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ გუშინდელი ღამიდან მოყოლებული კავშირი მაქვს მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებთან. ვიცით, რომ ხანძარი ძალიან ძლიერი და საშიშია. ასობით ქართველი მეხანძრე სახიფათო ვითარებაშია. ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორს, გვსურს, მხარში დაგიდგეთ და ამისათვის მოვითხოვე აშშ-ის მთავრობისგან დამატებითი დახმარება. დავუკავშირდით აშშ-ის არმიის ევროპულ სარდლობას გერმანიაში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID). ჩემი აზრით, მთავარია, ...
მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს მეწარმეობას საქართველოში (21 აგვისტო)

სამშაბათს, 22 აგვისტოს, 13:30 საათზე, ტექნოპარკში აშშ-ის საელჩოს „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის“ მონაწილეების მიღება გაიმართება. მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე. მონაწილეები დღის განმავლობაში გაეცნობიან ტექნოპარკს, „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ საქმიანობას და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ სამომავლო გეგმებს. 10 მოსწავლე ხაშურიდან, მარნეულიდან, პანკისიდან, რუსთავიდან და თელავიდან სამი ...
მეტის ნახვა»

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმში (17 აგვისტო)

ძალიან ამაღელვებელი დღე იყო ჩემთვის. დღე დაიწყო ეკლესიის მონახულებით, რომელიც 1200 წლისაა. ვნახეთ იმ ადამიანების წარწერები, ვინც 12 საუკუნის წინ ცხოვრობდენ და ლოცვებში მათი სახელების მოხსენიებას გვთხოვდნენ. მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო ეს მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ თუ რა არის აგრესიისა და ომის ...
მეტის ნახვა»

ელჩის მოადგილის, ელიზაბეტ რუდის კომენტარი მედიასთან „ღირსეული პარტნიორის” დახურვის ცერემონიაზე (12 აგვისტო)

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეტ რუდი: როგორც ეს წვრთნები და დღევანდელი ღონისძიება ამტკიცებს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული ქვეყანაა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოსთან. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ენთუზიაზმით უყურებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას და ეს თანამშრომლობა ნათლად ჩანს მთელ მსოფლიოშ. მაგალითად, საქართველო აგზავნის ყველაზე მეტ ჯარისკაცს ნატოს მისიაში ...
მეტის ნახვა»