სიახლეები და ღონისძიებები

ელჩი კელი ამერიკის სავაჭრო პალატას სიტყვით მიმართავს (20 იანვარი)

20 იანვარს ელჩმა იან კელიმ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სიტყვით მიმართა. სავაჭრო პალატის მრგვალი მაგიდის წინაშე გამოსვლისას ელჩმა კელიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მთავრობა მოწადინებულია, გააღრმაოს საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და განამტკიცოს ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატი საქართველოში.
მეტის ნახვა»

ელჩი კელი „ლიდერთა აკადემია განვითარებისათვის“ პროგრამის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა (18 იანვარი)

დღეს ელჩი კელი „ლიდერთა აკადემია განვითარებისათვის“ პროგრამის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. პროგრამა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს, სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ერთობლივადაა ორგანიზებული. პროგრამას სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ტრეიგერი უძღვებიან. ხუთდღიანი ღონისძიება თავს მოუყრის მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის ლიდერებს. ღონისძიების ამოცანაა, მხარი ...
მეტის ნახვა»

ელჩ კელის განცხადება პრესისათვის 2016 წლის თბილისის ლიდერთა ფორუმზე (18 იანვარი)

ელჩ კელის პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე რუსულ „გაზპრომთან“ საქართველოს მთავრობის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ (საქართველოს საზოგადოება ფიქრობს, რომ მოლაპარაკებების თაობაზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ და რომ ყველა ცნობა რუსული წყაროებიდან ვრცელდება). ელჩ კელი: ვფიქრობ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით მთავრობა შეძლებისდაგვარად გამჭვირვალე იყოს. [მთავრობა] ჩვენთან ძალიან ღიაა. გამოვთქვით წუხილი, რომ საქართველო არ გახდეს მეტისმეტად დამოკიდებული ენერგიის ერთ ...
მეტის ნახვა»

ელჩმა კელიმ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უმასპინძლა (15 იანვარი)

დღეს ელჩმა კელიმ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს საქმიან სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით ბატონი შოთაძის გეგმები განიხილეს და მართლმსაჯურების სისტემაში აშშ-საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
მეტის ნახვა»

ელჩმა კელიმ საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა (8 იანვარი)

8 იანვარს ელჩმა კელიმ საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. ელჩმა კელიმ მინისტრ ჯანელიძეს წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობისადმი.
მეტის ნახვა»