სიახლეები და ღონისძიებები

ელჩმა კელიმ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთათვის სადილი გამართა (29 თებერვალი)

ელჩმა კელიმ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთათვის სადილი გამართა. დისკუსიების ფორმატი 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე სასაუბროდ შეიქმნა. სადილისას, ელჩმა კელიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სიურპრიზი მოუწყო და მშობლიური შტატიდან მიღებული საჩუქარი უსახსოვრა – ილინოისის უნივერსიტეტის კეპი. პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მასკის პროგრამით სწორედ ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა.
მეტის ნახვა»

აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკოსი, მაიკლ სტაინერი საუბრობს სოფლის მეურნეობის სტატისტიკაზე მაესტროს სატელევიზიო ეთერში (29 თებერვალი)

მაესტროს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მაიკლ სტაინერმა, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკოსმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მნიშვნელობაზე პოლიტიკის შემუშავებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ბატონმა სტაინერმა განმარტა, თუ როგორ შემცირდა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა მრავალწლიანი უყურადღებობის შედეგად. ასევე, თუ როგორ დაეხმარება სოფლის მეურნეობის სფეროს გაჯანსაღებას ის ინიციატივები, რომლებსაც საქართველოს ახლანდელი მთავრობა ახორციელებს ...
მეტის ნახვა»

ელჩი კელი გორის ამერიკულ კუთხეს ესტუმრა (20 თებერვალი)

გორის ამერიკულ კუთხეში პირველი სტუმრობისას, ელჩმა კელიმ მოსწავლეებს მისი, როგორც ამერიკელი დიპლომატის, ბიოგრაფია გააცნო და საქართველოში ამერიკის ელჩის რანგში მისი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. ელჩმა კელიმ მშობლიური ჩიკაგოს შესახებ ინფორმატიული პრეზენტაციისას ამ ქალაქის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ისტორიაზე, დინამიურ არქიტექტურასა და აქტიურ სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაზე ისაუბრა. ელჩმა მოუწოდა ახალგაზრდებს, მისდიონ ოცნებებსა და საგანმანათლებლო ამბიციებს და გამოთქვა იმედი, ...
მეტის ნახვა»

ელჩი კელი C ჰეპატიტის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენებას დაესწრო (18 თებერვალი)

დღეს ელჩი კელი და ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო C ჰეპატიტის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენებას დაესწრნენ, აგრეთვე ვირუსზე შემოწმება ჩაიტარეს. ყოველ წელს C ჰეპატიტის ვირუსი მსოფლიოში 130-150 მილიონ ადამიანს აავადებს და 700,000 ადამიანს კლავს. სამწუხაროდ, C ჰეპატიტის გავრცელებით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. დაავადებულია ქვეყნის მოსახლეობის 6.7%. ამერიკისა და საქართველოს მთავრობებისა და საზოგადოებრივი და კერძო სექტორების თანამრომლობის შედეგად, აგრეთვე ამერიკული კომპანია „გილეად საიენსის“ ...
მეტის ნახვა»

Ambassador Kelly and U.S. European Command Commemorate the Completion of a Humanitarian Assistance Project for Refugee Assistance in Martkopi, Georgia

12 თებერვალს ელჩი კელი მარტყოფში აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პროექტის დახმარებით, გაფართოვდა ლტოლვილთა ცენტრი, რომელსაც საქართველოს დევნილთა სამინისტრო განაგებს. სამუშაოები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ დააფინანსა. დასრულებული შენობა მარტყოფში განთავსებული ლტოლვილთა ცენტრის ახალი ფლიგელია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, კონფლიქტებს გამოქცეულ 75 ადამიანს მისცემს თავშესაფარს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ...
მეტის ნახვა»