სიახლეები და ღონისძიებები

სახელმწიფო იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები საქართველოში პირველ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ეწვივნენ (20 ივნისი)

ორშაბათს, 20 ივნისს საქართველოში პირველ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ეწვივნენ სახელმწიფო დეპარტმენტის ევროპისა და აზიის ქვეყნების პროგრამების კოორდინატორი, ალინა რომანოვსკი და იუსტიციის დეპარტამენტის პროკურატურის განვითარების მხარდაჭერისა და სწავლების საერთშორისო ოფისის ევრაზიის ქვეყნების რეგიონალური დირექტორი, კეტრინ ნიუკომბი. დაწესებულება სამი წელია ფუნქციონირებს და ოფიციალურად თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებად მოიხსენება. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მსგავსი ცენტრი, რომელიც  მსჯავრდებულის თავისფულებისათვის მომზადებას ...
მეტის ნახვა»

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები საქართველოს სტუმრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად (20 ივნისი)

20-21 ივნისს აშშ-ის სამთავრობო მოხელეები ესტუმრებიან საქართველოს, რათა მონაწილეობა მიიღონ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომლის მიზანიც ჯგუფის მიერ 2015 წლის ნოემბერში ვაშინგტონში დასახულ მიზნებზე მიღწეული პროგრესის განხილვაა. აშშ-ის მხრიდან სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ...
მეტის ნახვა»

ელჩი კელის კომენტარები მედიას „შულც გლობალ ინვესტმენტსა“ და საქართველოს საპარტნიორო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე (17

შეკითხვა ხელმოწერის ცერემონიის მნიშვნელობაზე ელჩი კელი: ჩემთვის ნამდვილად პატივია ამ ცერემონიაში მონაწილეობა. შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს ამ პროექტს. მოხარულნი ვართ, რომ საპარტნიორო ფონდმა ხუთი მილიონი დოლარი გამოყო ამ პროექტისათვის, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიზეზებით. ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება – ეს [შულცის ასმილიონიანი, კავკასიის განახლებადი ენერგეტიკული ფონდის გახსნა საქართველოში], ამ მიზანს დაეხმარება. ამასთანავე, ვფიქრობ, ...
მეტის ნახვა»

Ambassador Kelly and Georgian Officials Close Out Successful Partnership Combating Tuberculosis and Look Forward to New Public-Private Partnership Pro

7 ივნისს ელჩმა კელიმ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეთან ერთად აღენიშნეს  13-წლიანი  ამერიკულ-ქართული ერთობლივიპროექტის წარმატებული დასასრული. პროექტის მიზანი იყო ტუბერკულიოზთან ბრძოლა. პროგრამა დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ და მრავალი მილიონი დოლარი დაჯდა.  ამ პროგრამის განხორციელების შედეგად შემცირდა  საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევების რიცხვი, გაიზარდა საქართველოს  ტუბერკულიოზის ეროვნული პროგრამის მომსახურების ხარისხი. პროგრამამ საზოგადოებას გააცნო ამ დაავადების ...
მეტის ნახვა»

ელჩ კელის კომენტარი მიცემული მედიისათვის ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) ტუბერკულიოზის პრევენციის პროექტის დახურვის ცერემონიისას (7

კითხვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე გერმანიისა და საფრანგეთის  ყოყმანთან დაკავშირებით ელჩი კელი: ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის ძალისხმევას. ჩვენი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ სიტყვიერი, ჩვენ ამას საქმითაც ვაკეთებთ. ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) პროგრამების დიდი ნაწილი შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში, რომ საქართველო მზად იყოს ევროპასთან ინტეგრაციისთვის. რა ...
მეტის ნახვა»