სიახლეები და ღონისძიებები

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) ეწვევა (13 აპრილი)

თბილისი, 2016 წლის 13 აპრილი – USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში  ტომას მილია, USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ეწვევიან USAID-ის დაწყებითი განათლების პროექტს (G-PriEd) თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში . სკოლაში ვიზიტისას სტუმრები დაესწრებიან გაკვეთილს, რაც კარგი შესაძლებლობაა იმის შესაფასებლად, თუ  როგორ ეხმარება პროექტი პოსტ-საბჭოთა, პედაგოგზე ...
მეტის ნახვა»

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე და მისიის დირექტორი ეწვევიან გორს და შეხვდებიან USAID-ის ბენეფიციარებს (13 აპრილი)

თბილისი, 2016 წლის 13 აპრილი – აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპასა და ევრაზიაში  ტომას მილია და საქართველოს მისიის დირექტორი დაგლას ბოლი გორში, აგროქართლის მომსახურეობის ცენტრში USAID-ის ბენეფიციარებს შეხვდებიან. ეს იქნება ტომას მილიას პირველი ვიზიტი ადმინისტრატორის მოადგილის რანგში. „აგროქართლი“  ფერმერთა მომსახურეობის ცენტრია, რომელსაც  USAID-ის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (REAP) უჭერს მხარს. ეს ...
მეტის ნახვა»

ამერიკელი და ქართველი ოფიციალური პირები აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ეკონომიკის, ენერგიისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზ

12 აპრილს, თბილისში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის ეკონომიკის, ენერგიისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა, რათა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლა განეხილა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის სამომავლო პრიორიტეტებზე ემსჯელა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს, ხელს შეუწყობს ინოვაციასა და მეწარმეობას, გააძლიერებს კერძო სექტორის ნდობას სასამართლოს მიმართ და გაამყარებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. სამუშაო ...
მეტის ნახვა»

ელჩმა კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მღებრიშვილმა „საქართველოს სახმელეთო საზღვრის პროექტს“ ჩაუყარეს საფუძველი (11 აპრილი)

11 აპრილს, „საქართველოს სახმელეთო საზღვრის პროექტის“ დაწყების აღსანიშნავად, ელჩმა იან კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ღონისძიებას, რომელიც ლილოს კინოლოგიის ცენტრში გაიმართა, ამერიკელი და ქართველი ოფიციალური პირები დაესწრნენ. ისინი დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნენ. „საქართველოს სახმელეთო საზღვრის პროექტი“ ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრებზე უსაფრთხოების გამტკიცებას, აგრეთვე გააძლიერებს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის, კომუნიკაციის, ...
მეტის ნახვა»

სკოლის მოსწავლეები გურიიდან ესტუმრნენ საელჩოს, რათა გაეგოთ, თუ როგორ უწყობს ხელს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მისწრაფებას,გაწევრიანდეს ნატო

8 აპრილს გურიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ ამერიკის საელჩოს, რათა გაეგოთ, თუ როგორ უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-საქართველოს ურთიერთობას. საელჩოს წარმომადგენელმა პოლიტიკისა და ეკონომიკის განყოფილებიდან, თავდაცვისა და პრეს ატაშეებმა ისაუბრეს საელჩოს საქმიანობის შესახებ. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებების განხორციელებაში. შეხვედრის მეორე ნახევრში სტუდენტები ...
მეტის ნახვა»