სიახლეები და ღონისძიებები

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ამერიკული ბუქმობილი და დევნილთა დასახლებებში მოქალაქეთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ინახულა (6 აპ

6 აპრილს ბენჯამინ ზიფი, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, წეროვნის დევნილთა დასახლებაში აშშ-ის საელჩოს ბუქმობილს – მოძრავ ბიბლიოთეკას ესტუმრა. ის წეროვნელ ახალგაზრდებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა; აგრეთვე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს დევნილთა ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. ზიფმა მოსწავლეებისათვის ამერიკელი თინეიჯერებისა და ახალგაზრდების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მოძრავ ბიბლიოთეკას აშშ-ის საელჩო ...
მეტის ნახვა»

ელჩი კელი საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამას უჭერს მხარს (6 აპრილი)

6 აპრილს, ელჩმა კელიმ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სიტყვით მიმართეს თბილისის მესამე ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის თემას მიეძღვნა. საქართველოს ამბიციური, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა მსოფლიოში უნიკალურია. აშშ-ის მთავრობა, საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს პროგრამას, რომელსაც არაერთი ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
მეტის ნახვა»

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა სავარძელ-ეტლებს გადასცემს შშმ პირებს (6 აპრილი)

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა ახლახანს დაასრულა ჰუმანიტარული დახმარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა სავარძელ-ეტლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის გადასაცემად. 150,000 ამერიკული დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა სამოცდაცხრამეტი ყველგანმავალი ელექტრო და სამოცდაერთი ყველგანმავალი მექანიკური სავარძელ-ეტლი. ეტლები დამზადებულია საქართველოში კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ორგანიზაციის მიერ, ...
მეტის ნახვა»

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით კახეთში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ახალი თავშესაფარი გაიხსნა (5 აპრილი)

„ვერც ერთი ქვეყანა ვერ წავა წინ, თუ მოსახლეობის ნახევარს ზურგს შეაქცევს. შეერთებულ შტატებს ამიტომაც სჯერა, რომ გენდერული თანასწორობა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ამოცანებისათვის, ეკონომიკური კეთილდღეობისათვის, სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. აშშ-ის საგარეო პოლიტიკისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში ქალებსა და გოგონებში ინვესტირება,“ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ კახეთში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ახალი თავშესაფრის გახნისას სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ეს ...
მეტის ნახვა»

თბილისის ამერიკულმა კუთხემ საქართველოს ბიზნესზე სასაუბროდ ადგილობრივ საქმოსნებსა და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ზიფს უმასპინძლა (5 აპრილი)

სხვა და სხვა სექტორში მოღვაწე ქართველი საქმოსნები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბენჯამინ ზიფს შეხვდნენ. ამერიკულ კუთხეში გამართული ნახევარდღიანი თავყრილობა ამერიკელ საქმოსან ბერნის რედლთან ვიდეოკონფერენციით დაიწყო. ის უძრავი ქონების კომპანია „ბაფალავის“ დამფუძნებელია. ვიდეოკონფერენციას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ზიფთან ახალგაზრდა საქმოსანთა მრგვალი მაგიდა მოჰყვა. განხილვაში ბათუმელი, ზუგდიდელი, თელაველი და ...
მეტის ნახვა»