Flag

An official website of the United States government

ღირსეული პარტნიორი 2020-ის გახსნა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 7, 2020

დღეს, 7 სექტემბერს, ოფიციალურად დაიწყო ერთობლივი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“. „ღირსეული პარტნიორი 2020-ს“ ერთობლივად უძღვებიან საქართველოს თავდაცვის ძალები და ევროპაში აშშ-ს არმია, ის გაიმართება საქართველოს ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელ ბაზებზე. „ღირსეული პარტნიორი“ მიზნად ისახავს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას და აშშ-ს ძალების მზადყოფნისა და ურთიერთქმედების გაზრდას რეალურ მრავალეროვნულ საწვრთნელ გარემოში. მონაწილეები ჩაატარებენ სიტუაციურ საველე წვრთნებს, ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშებს და ერთობლივ მექანიზებულ მანევრებს. ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი 2020“, აჩვენებს აშშ-ს მზადყოფნას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი და ცხადყოფს, რომ ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები ერთად უფრო ძლიერები არიან.