აშშ-ის სახელმწიფო მდივან ბლინკენის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან საუბრის შესახებ
გუშინ ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა მინსტრთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ თეთრმა სახლმა გადადგა პირველი ნაბიჯები რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის კონტროლირებადი ე.წ. რესპუბლიკების ვითომ “დამოუკიდებლობის” აღიარების საპასუხოდ და რომ ასევე გადაიდგმევა დამატებითი ნაბიჯები.
სახელმწიფო მდივანი ელის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან შეხვედრას დღეს, რათა გაგრძელდეს ამ საკითხებზე საუბარი.