Flag

An official website of the United States government

როგორ მივიღოთ საქართველოში პოლიციიდან ცნობა ნასამართლეობის შესახებ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი

ვის უნდა მიმართოთ

ნასამართლევობის შესახებ ცნობები საქართველოში ხელმისაწვდომია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს გააჩნია მსჯავრდებულთა სარეგისტრაციო ჟურნალისა და ნასამართლევობის ამსახველი ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები, რომლებიც ვინაობისა და მსჯავრდებულთა თითის ანაბეჭდებსაც მოიცავს. საქართველოში ნასამართლევობის შესახებ ცნობის აღება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში: რუსთავი, წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ; ტელეფონი: (995 32) 241-90-15; ვებ-გვერდი: http://saagento.security.gov.ge/.

როგორ მიმართოთ

თბილისში მცხოვრებ პირებს შეუძლიათ ნასამართლევობისა და მსჯავრდებულობის შესახებ ცნობები 5 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროში პირდაპირი მიმართვის საფუძველზე. საჭიროა განაცხადის ფორმის შევსება, რაც მოიცავს ვინაობის (მამის სახელისა და საქართველოს პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის ჩათვლით) სრულად მითითებას. თბილისის ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს შეუძლიათ მიმართვა ნდობით აღჭურვილი პირის (მაგალითად თბილისში მცხოვრები ნათესავის) ან ისეთი წერილობითი მოთხოვნის მეშვეობით გააკეთონ, რომელშიც მითითებულია როგორც სასურველი ცნობის სახეობა, ასევე ინფორმაციის მოპოვების მიზანიც. გთხოვთ მიუთითოთ ცნობის გაგზავნისათვის აუცილებელი მისამართიც.

თუ პიროვნება ნასამართლევია, შესაძლოა პოლიციამ ინფორმაცია უშუალოდ იმ უწყებას გადაუგზავნოს, რომელიც ცნობის წარდგენას მოითხოვს. სასამართლოს განაჩენის ოქმი ხელმისაწვდომია, თუმცა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და სასამართლო პროცესის ჩანაწერები ხელმისაწვდომი არ არის.

სამოქალაქო აქტები

რესპუბლიკურ არქივში ინახება მთელი საქართველოს სამოქალაქო აქტების ჩანაწერები, რაც მოიცავს დაბადებისა და ქორწინების მოწმობებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს განქორწინების შესახებ და ა.შ. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მოსაპოვებლად უნდა ესტუმროთ თბილისში მდებარე არქივს, სადაც ოფიციალური მოთხოვნის წარდგენა იქნება საჭირო.

რესპუბლიკური არქივი
წერეთლის 67 ა.
ტელეფონი: (995 32) 234-12-75
სამუშაო საათები: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00- 16:00.
კვირას და ორშაბათს დაკეტილია

შენიშვნა: სხვა პირთან დაკავშირებული ცნობის მისაღებად აუცილებელია მინდობილობის გამოყენება. მაგალითად თუ თქვენი ქართველი მეუღლის დაბადების მოწმობის მიღება გსურთ, მან თქვენს სახელზე მინდობილობა უნდა გააფორმოს. თუმცა მინდობილობა საჭირო არ არის თქვენი საკუთარი ქორწინების მოწმობის მისაღებად.