21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოში (21 ოქტომბერი)

21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოში (21 ოქტომბერი)

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს გუშინ ჩატარებულ  ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვით. ვეთანხმებით ეუთოს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლადშეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო. აგრეთვე ვიზიარებთ ეუთოს მოსაზრებას, რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზსუსვამს მის პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება. ეუთოს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა დაადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს  არჩევნებთად დაკავშირებული ყველა საჩივარი.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელლებას და მხარს უჭერს  საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას და მის სწრაფვას გაწევრიანდესევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.