აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელშეწყობით რეგიონულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შეხვედრა ჩატარდა

ოთხშაბათს აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელშეწყობით გაიმართა ვირტუალური შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონულ და ადგილობრივ ხელმძღვანელობას, საქართველოს ეროვნულ გვარდიას, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის რაჭის რეგიონის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე. შეხვედრას ჰქონდა გაცნობითი ხასიათი და მიზნად ისახავდა საფუძვლის მომზადებას სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრისთვის, რა დროსაც ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა და ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრებიან რაჭას და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ პირველ სამაგიდო სწავლებას, იმუშავებენ რაჭის ოთხი მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების რეაგირების გეგმაზე, და მოწვეული სტუმრები ადგილობრივ წარმომადგენლებს გაუზიარებენ ჯორჯიის შტატში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკუთარ გამოცდილებას. სექტემბრის ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს იმ ძალისხმევის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მასშტაბით რეგიონის მდგრადობის გაძლიერებას ემსახურება.