თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტს $20,000 ღირებულების ავტობუსი გადასცა

20 მაისს აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტს $20,000 დოლარის ღირებულების ავტობუსი გადასცა. სატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტი ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრისთვის გამოიყენებს, რომელსაც ხანდაზმულთა, ომში დაკარგულ ადამიანთა ოჯახების, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახთათვის, სოციალურად დაუცველ ადამიანთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება განაგებს.
აღნიშნული დახმარება აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მხარდაჭერის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობას მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისების აღმოჩენაში ვუჭერთ მხარს.