Flag

An official website of the United States government

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური (ODC) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გეგმავს და ახორციელებს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისა და თანამშრომლობის პროგრამებს. აღნიშნული პროგრამები ემსახურება საქართველოში თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს თავისი წვლილი შეიტანოს კოალიციის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციებში; მეორეს მხრივ, მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურების, სისტემებისა და სწავლებების რეფორმირებასა და განვითარებას.

საქართველოს დისლოცირების პროგრამა-ISAF, რომელსაც ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსი, ამზადებს საქართველოს შეირაღებული ძალების ქვეით ბატალიონებს მეამბოხეთა წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად ავღანეთის ჰელმანდის პროივინციაში, სამხრეთის რეგიონალურ სარდლობაში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (ISAF)  დასახმარებლად.

საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და სწავლების პროგრამა-IMEთ შეერთებულ შტატებში აგზავნის სამხედრო პირებს პროფესიული სამხედრო განათლების მისაღებად.

სამხედროებს შორის თანამშრომლობის საკონტაქტო ღონისძიებები განკუთვნილია თავდაცვის უამრავ სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ისევე როგორც უსაფრთხოების სფეროში დასახმარებლად, რომელიც მოიცავს მობილურ სასწავლო ჯგუფებს, თავდაცვის სფეროში მრჩეველთა დახმარებასა და სამხედრო აღჭურვილობას.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური ასევე გეგმავს და ახორციელებს შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსებულ ყველა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას, მათ შორის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლების, სოციალურად შეჭირვებულთა თავშესაფრებისა და სამედიცინო კლინიკების გარემონტება და მომსახურების გაუმჯობესება.   თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი.