ჰეპატიტების მსოფლიო დღეს აშშ-ის საელჩო C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამით აღნიშნავს

ჰეპატიტების მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ სიცოცხლის გადამრჩენელი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამით, რომელმაც საქართველოს ათასობით მოქალაქის ცხოვრება შეცვალა.
2015 წლის შემდეგ ამ პროგრამით 52,075 ადამიანი განიკურნა და აშშ-საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში პატრნიორობის დახმარებით ეს ძვირადღირებული მკურნალობა სრულიად უფასო გახდა.
C ჰეპატიტის სამკურნალოდ 74,000-ზე მეტმა ადამიანმა დაიწყო მკურნალობა და განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს გადააჭარბა. ასევე, გაიზარდა მკურნალობის ცენტრთა რაოდენობა თბილისში არსებული 4-დან, ქვეყნის მასშტაბით 35-მდე.
ეს სიცოცხლის გადამრჩენელი ინიციატივა შესანიშნავი დემონსტრაციაა იმისა, როგორ შეუძლია საჯარო და კერძო პარნიორობას მსოფლიოს უდიდესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის დაძლევა.
თუ გსურთ ამ პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება ან მასში გაწევრიანება, დაუკავშირდით დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.