“ღია სამყარო“ მოხარულია, უმასპინძლოს მუზეუმების კურატორების დელეგაციას საქართველოდან (31 მაისი)

“ღია სამყარო“ მოხარულია, უმასპინძლოს მუზეუმების კურატორების დელეგაციას საქართველოდან (31 მაისი)

ვაშინგტონი – 31 მაისი, “ღია სამყაროს” ლიდერობის ცენტრი მიესალმება მუზეუმების კურატორების 5 კაციან დელეგაციას საქართველოდან 10 დღიანი პროფესიული პროგრამის ფარგლებში. ვაშინგტონში საორიენტაციო შეხვედრის შემდეგ 3-11 ივნისს მონაწილეებს უმასპინძლებს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ინსტიტუტი ბალტიმორში.

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას მუზეუმის მენეჯმენტში, მარკეტინგსა და მაღალი პროფილის ექსპონატების შესრულებაში. ვაშინგტონში ისინი იმუშავებენ კონგრესის ბიბლიოთეკის ინტერპრეტაციის პროგრამების ოფისთან და მოგვიანებით გაემგზავრებიან ბალტიმორში, რომ შეხვდნენ მუზეუმების წარმომადგენლებს.

საქართველოში დაბრუნებისას კი მონაწილეები უმასპინძლებენ ედუარდ კურტისის გამოფენას თბილისის სამ მუზეუმში. ედუარდ კურტისი იყო ამერიკელი ფოტოგრაფი და ეთნოგრაფი, რომელსაც ძირითადად აინტერესებდა ადგილობრივი ჩრდილო-ამერიკელი ხალხი და ამერიკული დასავლეთი.

ეს პროფესიული პროგრამა და ედუარდ კურტისის დაგეგმილი გამოფენა შეიქმნა აშშ-ის საელჩოს, „ღია სამყაროს“ ლიდერობის ცენტრის, კონგრესის ბიბლიოთეკის ინტერპრეტაციის პროგრამების ოფისისა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად.

„ აშშ-ის საელჩომ კონგრესის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით „ღია სამყაროს“ გაცვლითი პროგრამა დაიწყო პარლამენტის წევრებისა და ლიდერი საჯარო მოხელეებისთვის,“ – თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ. „ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ შევძელით მუზეუმის ქართველი ექსპერტების გაგზავნა ტრენინგზე აშშ-ში და არაჩევულებრივი საექსპონატო კოლექციის ჩამოტანა საქართველოში.“

„’ღია სამყარო’ აშშ-ის საელჩოს და კონგრესის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით უფრო და უფრო უკეთეს პროგრამებს ახორციელებს,“ – თქვა ღია სამყაროს ლიდერობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელჩმა ჯონ ოკიფმა. “ეს დელეგაცია, რომელიც 31 მაისს ჩამოდის, არაჩვეულებრივ გამოცდილებას მიიღებს ბალტიმორ-ვაშინგტონის რეგიონის მუზეუმის მართვაში და ასევე, თუ როგორ მოაწყონ თბილისში დაგეგმილი ედუარდ კურტისის გამოფენა წარმატებით.“

„მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ „ღია სამყაროს“ ლიდერობის ცენტრთან 2002 წელს დაწყებული თანამშრომლობა განაპირობებს ცვლილებებსა და ქმნის ახალ პერსპექტივებს მერილენდში,“ –  თქვა ჯანინ ბრენჩმა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ინსტიტუტის პროფესიული გაცვლითი პროგრამების და პროგრამების განვითარების დირექტორმა. „გლობალური ჩართულობის ხელშეწყობა შემოქმედებითი, ეფექტური, სასარგებლო და პატიოსანი ურთიერთქმედებით ემსახურება მერილენდის მთავარი მიზნის მიღწევას, იყოს საერთაშორისო გაცვლის, ურთიერთობის დამყარების და უფრო განვითარებული მსოფლიოს ცენტრი.“