Open World“ პროგრამის მონაწილეების დასკვნითი შეხვედრა ოკლაჰომაში (27 ოქტომბერი)

Open World“ პროგრამის მონაწილეების დასკვნითი შეხვედრა ოკლაჰომაში (27 ოქტომბერი)

ოკლაჰომა სიტის უნივერსიტეტის რექტორის რეზიდენციაში გაიმართა აშშ-ში ქართული დელეგაციის  ვიზიტის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ „Open World“ პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, ელჩი ოკიფი, ოკლაჰომას შტატისა და აშშ-ისფედერალური მოსამართლეები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმრის რანგში ესწრებოდა სენატორი ლენკფორდი, რომელიც ქართულ დელეგაციას პირადად შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს ქართული და ამერიკული მართლმსაჯულების თავისებურებები, სამართლებრივი სისტემების განსხვავები დამსგავსებები, ასევე, საქართველოსა და აშშ-ის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები.